მეზობელი ქვეყნებიდან, საქართველოზე დაბალი ცხოვრების ღირებულების ინდექსი მხოლოდ აზერბაიჯანს აქვს – Numbeo

Numbeo-მ 2024 წლის ივნისისთვის ცხოვრების ღირებულების ინდექსი გამოაქვეყნა ქალაქების მიხედვით. რეიტინგში სულ 218 ქალაქს შორისაა საქართველოს 2 მთავარი ქალაქი – თბილისი და .
ცხოვრების ღირებულების ინდექსში საქართველოს დედაქალაქი 153-ე ადგილზეა 35.7 ქულით, ბათუმი – 179-ზე 31.2 ქულით.
რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს,
126-ზეა ერევანი 42.1 ქულით,
136-ზე თურქეთის დედაქალაქი სტამბოლი 39.1 ქულით,
137-ზე ს დედაქალაქი მოსკოვი, 38.9 ქულით,
171-ე ადგილზეა აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო 32.8 ქულით.
ამ მაჩვენებლების მიხედვით, მეზობელი ქვეყნებიდან საქართველოზე დაბალი ცხოვრების ღირებულების ინდექსი მხოლოდ აზერბაიჯანშია.
თბილისისა და ბათუმის შემთხვევაში ცხოვრების ღირებულების ინდექსის სხვა მაჩვენებლები ასე გამოიყურება:
ქირავნობის ინდექსი: 16.4-ია (თბილისი) – 11.9 (ბათუმი);
სასურსათო პროდუქტების ინდექსი: 34.2 (თბილისი) – 33.8 (ბათუმი);
რესტორნების ინდექსი: 35.7 (თბილისი) – 27.9 (ბათუმი);
ცხოვრების ღირებულება პლუს ქირავნობის ინდექსი: 26.4 (თბილისი) – 22.0 (ბათუმი);
ადგილობრივი მსყიდველუნარიანობა: 35.6 (თბილისი) – 38.9 (ბათუმი);
Numbeo-ს მიხედვით, ყველაზე მაღალი ცხოვრების ღირებულების ინდექსი ჟენევაშია (101.7), სამეულშია ციურიხი (100.4) და ნიუ იორკი (100).
ათეულშია -ს კიდევ 6 ქალაქი: სან-ფრანცისკო, ბოსტონი, ვაშინგტონი, სიეტლი, ლოს-ანჯელესი და ჩიკაგო. ათეულში მოხვდა ასევე ისლანდიის დედაქალაქი რეიკიავიკი.
რეიტინგში საბაზო ინდექსი 100% ნიუ იორკს აქვს და მსოფლიო სხვა ქალაქების ცხოვრების ღირებულების ინდექსი ნიუ იორკთან შედარებითაა მოცემული.
ცხოვრების ღირებულების ინდექსი მოიცავს სასურსათო პროდუქტების, რესტორნების, ტრანსპორტი და კომუნალური მომსახურების ფასებს. ის გამორიცხავს ისეთ ხარჯებს, როგორიცაა ქირა ან იპოთეკა. მაგალითად, ქალაქი, რომლის ცხოვრების ღირებულების ინდექსი 120-ია, შეფასებულია, რომ ნიუ-იორკზე 20%-ით უფრო ძვირია (ქირის გამოკლებით).
ქირავნობის ინდექსი: ეს ინდექსი აფასებს ქალაქში ბინების გაქირავების ფასებს ნიუ-იორკთან შედარებით. თუ ქირავნობის ინდექსი არის 80, ეს ვარაუდობს, რომ ამ ქალაქში ქირის საშუალო ფასები დაახლოებით 20%-ით დაბალია, ვიდრე ნიუ-იორკში.
სასურსათო პროდუქტების ინდექსი: ეს ინდექსი იძლევა სასურსათო ფასების შეფასებას ქალაქში, ნიუ-იორკთან შედარებით.
რესტორნების ინდექსი: ეს ინდექსი ადარებს რესტორნებსა და ბარებში კვებისა და სასმელების ფასებს ნიუ-იორკის ფასებთან.
ცხოვრების ღირებულება პლუს ქირავნობის ინდექსი: ეს ინდექსი აფასებს სამომხმარებლო საქონლის ფასებს, ქირის ჩათვლით, ნიუ-იორკთან შედარებით.
ადგილობრივი მსყიდველუნარიანობა: ეს ინდექსი მიუთითებს მოცემულ ქალაქში შედარებით მსყიდველუნარიანობაზე საშუალო წმინდა ხელფასის საფუძველზე. შიდა მსყიდველობითი უნარი 40 ნიშნავს, რომ საშუალო ხელფასის მქონე მცხოვრებლებს შეუძლიათ, საშუალოდ, 60%-ით ნაკლები საქონელი და მომსახურება შეიძინონ საშუალო ხელფასის მქონე ნიუ-იორკის მცხოვრებლებთან შედარებით.

ასევე დაგაინტერესებთ