რომელი პროექტები დასრულდება 2024 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში?

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბაქნის რეაბილიტაციის სამშენებლო სამუშაოები და მცირე ზომის სატვირთო ტერმინალის მშენებლობა 2024 წელს დასრულება – ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების 2023 წლის ფინანსური ანგარიშში ვკითხულობთ.
აღნიშნული ანგარიშს მიხედვით, 2023 წელს რამდენიმე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი დაიწყო, რამდენიმე პროექტის დაწყება კი უახლოეს პერიოდში იგეგმება. ეს პროექტებია:
· ავტომანქანების სადგომების გაფართოება 2024 წლის დასაწყისში დასრულდა (პროექტის შედეგად საპარკინგე ადგილები 2-ჯერ გაიზარდა);
· ბაქნის რეაბილიტაციის სამუშაოების დასრულება იგეგმება 2024 წელს;
· მცირე ზომის სატვირთო ტერმინალის მშენებლობის დასრულება – 2024 წელს.
· დასრულდა ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის პროექტირების სამუშაოები და 2024 წელს სამშენებლო სამუშაოების დაწყება იგეგმება.
„რაც შეეხება ავიაკომპანიებს, 2023 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაემატა ახალი ავიაკომპანიები და მიმართულებები, მათ შორის ვიზეარის მესამე და მეოთხე ბაზირებული ხომალდიც.
მომხმარებელთა კმაყოფილების გაზრდის მიზნით, UAG მუდმივად ახორციელებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი სერვისების დამატებას. 2023 წლის განმავლობაში გაიხსნა რამდენიმე ახალი კვების ობიექტი, ასევე ბანკის სერვის-ცენტრი, ავტომანქანის გაქირავების სერვისი, ტაქსი და ა.შ.“- ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების 2023 წლის ფინანსურ ანგარიშში.
ამავე ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მთავრობის 2023 წლის 4 სექტემბრის განკარგულებით, აეროპორტების გაერთიანებამ უნდა განახორციელოს ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა თელავის აეროპორტში. აღნიშნულთან დაკავშირებით კომპნიამ მიიღო კაპიტალური ტრანსფერის სახით 7 728 ათასი ლარი, რომელიც ასახული იქნა კომპანიის დამატებით გადახდილ კაპიტალში, ვკითხულობთ ფინანსურ ანგარიშში.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ეკატერინე გალდავა