მაისში მშენებლობა გაძვირდა – რამ განაპირობა მშენებლობის ღირებულების ინდექსის ზრდა?

2024 წლის მაისში მშენებლობა წლიურად 8.4%-ით გაძვირდა. საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული მშენებლობის ღირებულების მაისის თვის ინდექსის მიხედვით, ზრდა უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 27.3%-იანი ზრდით და სამშენებლო მასალების 4.5%-იანი გაძვირებით, რამაც ჯამური ინდექსის ცვლილებაში შესაბამისად, 4.62 და 2.7 პროცენტული პუნქტი შეიტანა.
2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 17.3%-ით.
ამასთან, მაისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.3 %-ით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 0.6% პროცენტიანი ზრდით, რამაც ჯამური ინდექსის ცვლილებაში 0.33 პროცენტული პუნქტი შეიტანა.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ეკატერინე გალდავა