ჭიათურის საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის წევრები პარტიის თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს გადადგომისკენ მოუწოდებენ

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები პარტიაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურებიან და პარტიის თავმჯდომარეობიდან ლევან ხაბეიშვილის გადადგომას მოითხოვენ.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” ახალი თავმჯდომარის არჩევის პირველივე კვირიდან შეიქმნა კრიზისი, პოლიტსაბჭოსთან მიმართებაში მიღებული გადაწყვეტილების გამო, რომელიც მას შემდეგ მხოლოდ მწვავდება.

“პარტიის თავმჯდომარე პრობლემას არ აღიარებს, სიტყვითა და საქმით ერთობას შეუძლებელს ხდის და პარტიას ანგრევს.

პარტიის თავმჯდომარემ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა შეუსრულებელ დაპირებებსა და შექმნილ ვითარებაზე და გადადგეს.

მოთხოვნას უერთდება, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის ხუთივე წევრი:

გოგი ჩიკვილაძე
სიმონ ჯაფარიძე
ქეთი ცხოვრებაძე
ზურაბ კეთილაძე
ილიკო ჩიკვილაძე”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე კაია კალასის განცხადებაზე – ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს, როდესაც საუბარია ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაზე, მაშინ სხვა ნაბიჯებიც უნდა მოაყოლონ, ყველა უნდა იყოს თანმიმდევრული ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაში, ქმედებით უნდა გვაჩვენონ ის, რომ ევროპული ბიუროკრატია დგას ქართველი ხალხის მხარეს