“1 წლის შემდეგ, შეგვიძლია დაბეჯითებით ვთქვათ, რომ რეფორმა არის წარმატებული და მიღწევები შთამბეჭდავი” – DRG სისტემის შედეგებს ჯანმოს საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი აფასებს

საქართველოში DRG სისტემის ამოქმედებიდან 1 წლის თავზე, რეფორმას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი აფასებს.
სილვიუ დომენტეს განცხადებით, ეს, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ქვეყანაში, ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული მთავარი რეფორმაა.
მისივე თქმით, რეფორმამ შეამცირა ჯიბიდან გადახდები და მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მოსახლეობის ფინანსური დაცულობა.
“მიგვაჩნია, რომ საქართველოში, სამედიცინო დაწესებულებებისთვის, დიაგნოზთან შეჭიდულ ჯგუფებით დაფინანსების (DRG) სისტემის იმპლემენტაცია, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული მთავარი რეფორმაა. რეფორმამ, გავლენა მოახდინა მოსახლეობაზე, რადგან DRG-ს იმპლემენტაციამ შეამცირა ჯიბიდან გადახდები, შესაბამისად, გაუმჯობესდა მოსახლეობის ფინანსური დაცულობა. სისტემის იმპლემენტაცია ასევე, შესაძლებელი გახდა მთავრობის, ოფიციალური პირების მაღალი ნების შედეგად, რომლებიც იღებდნენ ძალიან გაბედულ, პროფესიონალურ და დროულ გადაწყვეტილებებს. დღეს, რეფორმის დაწყებიდან 1 წლის შემდეგ, შეგვიძლია, დაბეჯითებით ვთქვათ, რომ რეფორმა არის წარმატებული და მისი მიღწევები – საკმაოდ შთამბეჭდავი. რეფორმა ამით არ სრულდება”, – განაცხადა სილვიუ დომენტემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პარლამენტის გადაწყვეტილება დემოკრატიის შეზღუდვა კი არა, მისი დაცვის ნაბიჯია. ეს კანონი გარანტიაა, რომ პოლიტიკაში დარჩებიან მხოლოდ ისინი, ვინც სახელმწიფოს ემსახურება და არა უცხო ინტერესებს

ისინი პირდაპირ გვეუბნებიან, რომ საქართველოს სახელმწიფო არის მეორე, მესამე რიგის სახელმწიფო, რომელსაც არ აქვს უფლება ჰქონდეს ისეთი კანონმდებლობა, როგორიც განვითარებულ სახელმწიფოებს აქვთ

როდესაც ამდენი წლის შემდეგ ისევ საარჩევნო თემით მოდის და ისევ გაყალბებაზე ლაპარაკობს, მინიმუმ, ძალიან უხერხულია და უფრო მეტად უტიფრობასთან გვაქვს აქ საქმე” – რატი იონათამიშვილი EPDE-ის ანგარიშზე