მედია – ზეიმი და ვანდალიზმი საფრანგეთში – პოლიციამ პარიზის ცენტრალური მოედნის დემონსტრანტებისგან გასაწმენდად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

საფრანგეთის ქუჩებში, რიგგარეშე საპარლამენტო ს მეორე ტურის ხმების დათვლის პარალელურად, ათასობით ადამიანი ქუჩებში გამოვიდა და არჩევნების ეგზიტპოლების თანახმად გამოცხადებული შედეგები იზეიმა.
მედიის ინფორმაციით, დემონსტრაციების უმეტესობა მშვიდობიანი იყო, თუმცა, იყო არეულობისა და ვანდალიზმის ფაქტებიც. ქალაქ ნანტში არეულობის ჩასახშობად სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
ამასთან, პარიზის ცენტრალურ მოედანზე, სადაც დემონსტრანტების უმეტესობა ახალგაზრდა იყო, პოლიციამ მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
შეგახსენებთ, ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილს მემარცხენეთა ალიანსი იკავებს. მეორე ადგილზეა პრეზიდენტ ს ცენტრისტული ალიანსი, მესამეზე კი – ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანება“, რომელმაც არჩევნების პირველ ტურში გაიმარჯვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?