ჯორდან ბარდელა – ფრანგ ხალხს „ეროვნული გაერთიანების“ გამარჯვება წაართვეს – ემანუელ მაკრონმა ქვეყანას გაურკვევლობისა და არასტაბილურობისკენ უბიძგა

არაბუნებრივმა და უნამუსო ალიანსმა ფრანგ ხალხს „ეროვნული გაერთიანების“ გამარჯვება წაართვა, ეს ალიანსები საფრანგეთს ულტრამემარცხენე ჟან-ლუკ მელენშონის ხელში აგდებენ, – ამის შესახებ საფრანგეთის ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა, ჯორდან ბარდელამ განაცხადა.
მისი მტკიცებით, პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ქვეყანას გაურკვევლობისა და არასტაბილურობისკენ უბიძგა.
ჯორდან ბარდელას თქმით, ესმის ფრანგების იმედგაცრუება, მაგრამ „თვეებია, იმედის ქარი ძლიერდება და არასოდეს შეწყვეტს ქროლვას“.
„ყველაფერი ამაღამ იწყება”, – აღნიშნა ჯორდან ბარდელამ.
შეგახსენებთ, ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილს მემარცხენეთა ალიანსი იკავებს. მეორე ადგილზეა პრეზიდენტ ს ცენტრისტული ალიანსი, მესამეზე კი – ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანება“, რომელმაც ს პირველ ტურში გაიმარჯვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?