ბრიტანეთის ახალი თავდაცვის მინისტრი ოდესაში ჩავიდა, უკრაინას ახალ დახმარებას დაჰპირდა

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრად დანიშვნიდან 48 საათზე მცირე დროში ჯონ ჰილი ოდესაში ჩავიდა და ს მხარდაჭერის გაძლიერებას დაჰპირდა.
ოდესაში ჰილი ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრ რუბენ ბრეკელმანსთან ერთად უკრაინის პრეზიდენტს, ს შეხვდა. ამის შემდეგ ის უკრაინელ კოლეგას, რუსტემ უმეროვს შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში ბრიტანელმა მაღალჩინოსანმა გამოაცხადა, რომ ლონდონი კიევს გამოუყოფს დახმარების ახალ პაკეტს, რომელიც მოიცავს საარტილერიო დანადგარენს, საბრძოლო მასალასა და Brimstone-ის ტიპის 100-მდე მაღალი სიზუსტის რაკეტას.
ჯონ ჰილიმ გასცა ბრძანება, რომ უკრაინისთვის აპრილში დაპირებული სამხედრო დახმარება დააჩქარონ და კიევს მომდევნო 100 დღის განმავლობაში გადასცენ. ამ პაკეტში შედის Storm Shadow-ს ტიპის მაღალი სიზუსტის ფრთოსანი რაკეტებიც.
დიდ ბრიტანეთში მთავრობა გასულ კვირაში შეიცვალა. კონსერვატიული პარტიის 14-წლიანი მმართველობა დასრულდა და ისინი ლეიბორისტებმა ჩაანაცვლეს. ქვეყნის პრემიერი გახდა კრი სტარმერი, რომელმაც თანამდებობის პირები მალევე დანიშნა.