პოლონეთის პრემიერი: საფრანგეთის არჩევნები მოსკოვისთვის იმედგაცრუებაა, კიევისთვის – შვება

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა 7 ივლისს შვებით ისაუბრა საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარ შედეგებზე, რომელთა თანახმადაც ულტრამემარჯვენე ძალებმა მკაფიო მარცხი განიცადეს.
“პარიზის ენთუზიაზმი, მოსკოვის იმედგაცრუება, ს შვება. ეს საკმარისია საიმისოდ, რომ ვარშავაში ბედნიერები ვიყოთ” – წერს ტუსკი პლატფორმაზე X.
წინასწარი მონაცემებით, საფრანგეთის არჩევნებზე პირველ ადგილზე გავიდა მემარცხენე ალიანსი “ახალი სახალხო ფრონტი”, რომელსაც მოსდევს პრეზიდენტ ს ცენტრისტული კოალიცია. მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე “ეროვნული გაერთიანება” კი მესამე ადგილზეა – რაც გაცილებით ცუდი შედეგია, ვიდრე მოელოდნენ.
ტუსკი პოლონეთის პრემიერ-მინისტრი შარშან გახდა, მას შემდეგ, რაც მისმა სამოქალაქო პლატფორმამ დაამარცხა ნაციონალისტური და კონსერვატიული ორიენტაციის პარტია “კანონი და სამართალი”.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი სამხარაძე – თუ ვინმეს აქვს ილუზია, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე და მოქმედი ხელმძღვანელობა, სასწორზე დადებს ქვეყნის მომავალს კონკრეტული პიროვნებების მიერ გაფუჭებული საქმეების მისაჩქმალად, ძალიან ცდება!

გია ვოლსკი – თუ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოვლენილია ყოფილი თუ დღევანდელი თანაგუნდელი, მით უმეტეს, მაღალი თანამდებობის პირი, ეს ჩვენთვის ტრაგედიაცაა – არანაირი კორუფცია, არანაირი გამდიდრება, არავითარი დანდობა!