საფრანგეთის პრემიერმინისტრის თქმით, ხვალ თანამდებობის დატოვების განაცხადს გააკეთებს

საფრანგეთის საპარლამენტო ს მეორე ტურში ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ, ქვეყნის პრემიერმინისტრმა გაბრიელ ატალმა განაცხადა, რომ ორშაბათს იგი თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს გადადგომის წერილს გაუგზავნის.
არჩევნების წინასწარ შედეგებთან დაკავშირებით საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ამჟამად არჩევნების მეორე ტურის შედეგებს აანალიზებს და მოიცდის მანამ, სანამ სრული სურათი არ გახდება ცნობილი.
თავის მხრივ, წინასწარი შედეგების გასაჯაროების შემდეგ, მემარცხენეთა ალიანსის, ახალი სახალხო ფრონტის უდიდესი პარტიის, “ქედმოუხრელი საფრანგეთის” ულტრამემარცხენე ლიდერმა, ჟან-ლუკ მელანშონმა გამარჯვება აღნიშნა და მაკრონს დამარცხების აღიარებისკენ მოუწოდა.