ჰამასი ამბობს, რომ ისრაელის პასუხს ელოდება ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე

ჰამასი – რომელიც -ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ჯგუფადაა გამოცხადებული – ამბობს, რომ ს პასუხს ელოდება წინადადებაზე ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ამ ცნობას 7 ივლისს ავრცელებს ჰამასის ორი წარმომადგენელი, ანუ ხუთ დღეში მას მერე, რაც ჯგუფი დათანხმდა მთავარ ნაწილებს აშშ-ის გეგმისა ღაზაში 9 თვის განმავლობაში მიმდინარე ომის დასრულების შესახებ.
“ჩვენი პასუხი შუამავლებს დავუტოვეთ და ველოდებით ოკუპაციის პასუხს” – უთხრა ჰამასის ორმა წარმომადგენელმა სააგენტო როიტერსს, ანონიმურობის დაცვის პირობით.
ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ს 7 ივლისს საკონსულტაციო შეხვედრები ჰქონდა დანიშნული შემდეგ ნაბიჯებზე, რომლებიც უნდა გადაიდგას სამი ფაზისგან შემდგარი შეთანხმებისთვის. ეს შეთანხმება მაისში წარმოადგინა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, და მისი შუამავლები არიან კატარი და ეგვიპტე.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?