მედია – საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში შუადღისთვის ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა დაფიქსირდა

საფრანგეთში საპარლამენტო ს მეორე ტურში ადგილობრივი დროით 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა 26,63 პროცენტმა მისცა ხმა,- ინფორმაციას ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საინფორმაციო სააგენტო AFP-ი აღნიშნავს, რომ ეს 1981 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 12.00 საათზე ამომრჩეველთა აქტივობა საგრძნობლად ნაკლები – 18.99 პროცენტი იყო.
მედია წერს, რომ არჩევნებში გამარჯვებული, სავარაუდოდ, ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანება“ იქნება, რომლის იდეოლოგიური ლიდერი მარინ ლე პენია. თუმცა, ბოლო გამოკითხვებით, აღნიშნული პარტია და მისი მოკავშირეები პარლამენტში აბსოლუტურ უმრავლესობას ვერ მოიპოვებენ – სოციოლოგები მათ ეროვნულ ასამბლეაში 215 მანდატს უწინასწარმეტყველებენ, აბსოლუტური უმრავლესობისთვის კი 289 მანდატია საჭირო.
ულტრამემარჯვენეების მიერ პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვების თავიდან ასაცილებლად, პრეზიდენტ ს ცენტრისტული ბლოკისა და მემარცხენეების 200-ზე მეტმა კანდიდატმა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?