“ჩემმა შვილმა მითხრა, ექიმი მელაპარაკა და თითების ამპუტაცია იქნებაო საჭირო” – დაჭრილი კურიერის დედა

“გლოვოს” კურიერის, თემო სიგუას დედა ამბობს, რომ მის შვილს ორივე ფეხი საოპერაციო აქვს. მისივე თქმით, ექიმებმა დაჭრილ ახალგაზრდას უთხრეს, რომ საჭიროა თითების ამპუტაცია:
“ორივე ფეხი საოპერაციოა. დამსხვრეულია ძვლები. მე როგორც ვიცოდი, აღდგენა მოხდებოდა და ახლა ჩემმა შვილმა მითხრა, ექიმი მელაპარაკაო ვერ ავაწყობთო და ამპუტაცია იქნებაო საჭირო თითების.
ოთხი კი ჩამოვიდნენ, მაგრამ ერთთან იყო კამათი, იარაღი ამოიღო და უცებ მესროლაო. ერთი მე ამომიდგა, მოტოზე დამსვა და დავაი გააღწიე აქედანო. ერთი ბოთლი აკლიაო და მე ვუთხარი- შეფუთული ხო იყო, მე რა შუაში ვარო, გლოვოში დარეკე, მე რაც ჩამაბარეს ის ჩაგაბარეთო. შენო ბიჭო ვის ეტლიკინებიო და დედაზე შემაგინაო”. ამბობს დაჭრილის დედა ლენა ჩოგოვაძე.
ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში კი აცხადებენ, რომ პაციენტს საოპერაციოდ ამზადებენ.
შეგახსენებთ, რომ თავდასხმა 6 ივლისს ნუცუბიძის ქუჩაზე, საღამოს მოხდა. თემო სიგუას თავს შეკვეთის მიტანის შემდეგ დაესხნენ. როგორც ირკვევა, შეკვეთას ერთი ბოთლი ლუდი აკლდა, რის გამოც 8 ადამიანი კურიერს ფიზიკურად გაუსწორდა. მას ორივე ფეხის არეში სამი ჭრილობა აქვს მიყენებული.
-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. თავდამსხმელები ამ დრომდე არ დაუკავებიათ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?