ევრო 2024-ის შემდეგ ქართული ფეხბურთით ბევრი ადამიანი დაინტერესდა – არჩილ არველაძე

არჩილ არველაძემ საქართველოს პირველ არხთან ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გამოსვლა შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ გუნდის წარმატება ქართული ფეხბურთით ბიზნესსაც დააინტერესებს.
„ვფიქრობ, ჩვენი ნაკრების წარმატება ბიზნესის დაინტერესებაზე იმოქმედებს. ვგულიხმობ ყველა იმ ადამიანს, ვისაც შესაძლებლობა აქვს, მაგრამ ჯერ ფეხბურთში მოსვლის სურვილი არ ჰქონია ან ვერ ხვდებოდა, რა სიხარული შეუძლია ფეხბურთმა ხალხს მოუტანოს და თავადაც რა სიამოვნება შეიძლება მიიღონ. მოგება ყოველთვის დახარჯული თანხას ვერ გადაფარავს, მაგრამ, სიამოვნების თვალსაზრისით, ეს შეუდარებელი სფეროა – უბრალოდ, სიხარულს ვერ იყიდი.
გამოჩნდა, რომ საქართველოში ფეხბურთი განსაკუთრებულად უყვართ, წარმატება განსაკუთრებულად უხარიათ და წარუმატებლობა განსაკუთრებულად სწყინთ. ამიტომ ახლა ქართული ფეხბურთისადმი ინტერესი ძალიან გაიზარდა. ჩემს ირგვლივ, ვისაც აქვს ამის შესაძლებლობა, აზრს გვეკითხებიან, როგორი ფორმით შეიძლება ფეხბურთში შემოვიდნენ.
ტყუილს ვერავის ვეტყვი, რომ საქართველოში ფეხბურთი მოგებიანია, მაგრამ სწორი გათვლებით, სწორი მენეჯმენტის შემთხვევაში, შეიძლება ფეხბურთი და კლუბი მომგებიანი საქართველოშიც გახდეს. ვფიქრობ, ევროპის ჩემპიონატმა ხალხს ფეხბურთის მნიშვნელობა და როლი კარგად აჩვენა. დარწმუნებულიც ვარ, ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებითაც უფრო ძლიერი კლუბები დაინტერესდებიან და კარგ ლიგაში ბევრს ვიხილავთ“, – ამბობს არჩილ არველაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?

პრეზიდენტი კითხვაზე იქნება თუ არა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი – ცხოვრებაში რომ არაფერია გამორიცხული, ეს არის ის ძნელი გაკვეთილი, რაც ვისწავლე წლების მანძილზე – პრემიერობის კანდიდატი შერჩეული მყავს