საქართველოს პროგრესი ნატოსთან ურთიერთობებში არასდროს ყოფილა ისეთი მაღალი ნიშნულის, როგორც ჩვენ გვაქვს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს

საქართველოს პროგრესი ნატოსთან ურთიერთობებში არასდროს ყოფილა ისეთი მაღალი ნიშნულის, როგორც ჩვენ გვაქვს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს
საქართველოს პროგრესი ნატოსთან ურთიერთობებში არასდროს ყოფილა ისეთი მაღალი ნიშნულის, როგორც ჩვენ გვაქვს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ხატია წილოსანმა „ქრონიკაში“ საუბრისას განაცხადა.
მან კომენტარი გააკეთა „ღირსეული პარტნიორი 2024“-ის გაურკვეველი დროით გადადებასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, მათი მხრიდან ყოველთვის იყო მზაობა იმისა, რომ საქართველოს მაქსიმალურად პოზიტიური თანამშრომლობა შეენარჩუნებინა საერთაშორისო პარტნიორებთან.
„ჩვენი პარტნიორობა ყოველთვის იყო სანიმუშო და სამაგალითო და ჩვენ ახლაც გვაქვს მოლოდინი, ამერიკის მთავრობა იმ რეალობის გათვალისწინებით, რომელიც დღეს არის ქვეყანაში, მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას, მიუხედავად იმისა, რომ იყო გარკვეული გამოწვევები და ორივე მხარეს ჰქონდა თავისი არგუმენტები ამ საკითხებთან მიმართებაში, ჩვენი მხრიდან ყოველთვის იყო მზაობა იმისა, რომ მაქსიმალურად პოზიტიური თანამშრომლობა შეგვენარჩუნებინა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და ამავდროულად, ჩვენ გვეპასუხა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის. ყველაზე კარგად -ს ესმის, რას ნიშნავს ეროვნული ინტერესებით მოქმედება. მე მაქვს მოლოდინი და დარწმუნებული ვარ ამაში, რომ ჩვენი პარტნიორობა გაგრძელდება. როდესაც ჩვენ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც შეიძლება ორ მხარეს შორის დღეს არსებობდეს, სრული სიცხადე იქნება შეტანილი.
რაც შეეხება წვრთნების გადადებას, მინდა გავიხსენო წინა წლის მოვლენები. წინა პერიოდშიც იყო საქართველოსა და ამერიკის შეთანხმებით სამხედრო წვრთნების გადადება. მაშინაც იყო სპეკულაციები ოპოზიციის მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ ეს საქართველოს მიერ არასწორად გადადგმული ნაბიჯების გამო მოხდა. ვსაუბრობ მარტის მოვლენებთან დაკავშირებით, როდესაც პირველად იყო ინიცირებული უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონი. მაშინაც დროში დაემთხვა სამხედრო წვრთნების გადადება. მაშინ საელჩოს მოუხდა განმარტების გაკეთება, რომ არაფერი უჩვეულო ამაში არ იყო და ეს გადაწყვეტილება ერთობლივად იქნა მიღებული. აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩემთვის ნამდვილად სამწუხარო მოულოდნელობა იყო ის, რაც ვიხილეთ“, – განაცხადა წილოსანმა.
მისივე თქმით, -ის მიერ წვრთნების გადადებაზე გაკეთებული განცხადება მისთვის უცნაური იყო.
„ჩვენ გვაქვს ძალიან აქტიური თანამშრომლობა, კომუნიკაცია ნატოსთან და საქართველოს კონტაქტები, ურთიერთობები და პროგრესი ნატოსთან ურთიერთობებში არასდროს ყოფილა ისეთი მაღალი ნიშნულის, როგორც ჩვენ გვაქვს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს. როდესაც ამ ორი მოვლენის ანალიზს ვაკეთებთ, ნამდვილად გულდასაწყვეტი და უცნაურია და ალბათ, ქართველი სამხედროებისთვისაა გაუგებარი ის გადაწყვეტილება, რაც ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა მიიღო. მიმაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს ისეთი ნაბიჯები გადადგმული, რომელიც შეიძლება აღქმული იქნას, როგორც რომელიმე პარტნიორის წინააღმდეგ მიმართული, – განაცხადა ხატია წილოსანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება