„საქსტატი“ 2024-2027 წლების სტრატეგიაზე მუშაობს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2024-2027 წლების ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობს.
ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს.
„ამ მიზნით, 28-29 ნოემბერს, სასტუმრო “ჰილტონ გარდენ ინნ”-ში, „2024-2027 წლების ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სამოქმედო გეგმის“ შემუშავების სამუშაო ჯგუფების პირველი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაში მონაწილეობს საქსტატისა და უწყებათაშორის საბჭოში ჩართული ყველა უწყების წარმომადგენელი.
სტრატეგიის მომზადების უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ქვეყანაში ეფექტიანი ეროვნული სტატისტიკური სისტემის განვითარება, სტატისტიკურ მონაცემთა შეგროვების, დამუშავების, გავრცელებისა და გამოყენების მიზნით.
აღნიშნულ სტრატეგიაზე მუშაობა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ხორციელდება და მასში ჩართულნი არიან საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი მოროშკინა: რაო? პირადად ბიძინა ივანიშვილს და “ოცენებას” ჰააგაში გასამართლებით ემუქრებით? მეტის ღირსი ვართ, რომ 2012წელს უკანალში შერჭობილი თავები ამოგაყოფინეთ!!! ასე იცის ზედმეტმა დემოკრატიამ!!!

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?