ნიკოლოზ რაჭველი: კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩემთვის ყველაზე რთულ დროს თანადგომისთვის, ხელის გამოწვდისთვის, ნდობისთვის, სიყვარულისთვის

“შევკრიბე ერთობლივი ფოტოების ნაწილი და ვაზიარებ… შეგრძნებები, ბგერები და ფოტოები გვრჩება აწი სახსოვრად…
იცით რა დიდი ენერგია ქონდა?
არაამქვეყნიური…
დიდი მუსიკოსი რომ იყო ყველამ ყოველთვის იცოდა, მაგრამ მასთან ერთად მუზიცირება რას ნიშნავდა და რა ბედნიერების წუთებს ჩამოარიგებდა ხოლმე ამას ვერანაირი სიტყვა ვერ აღწერს…
დედაჩემი ისაკაძე იყო და ცხადია ჩემს ოჯახში ლიანა ყოველთვის მთავარი საკულტო პიროვნება გახლდათ და ამიტომ ჩემი დედულეთი მამის მხარეს საკმაოდ ქედმაღლურად უყურებდა. მიაჩნდათ, რომ მუსიკალური მონაცემები ისაკაძეების გენმა მისაჩუქრა. ლიანას ეს ამბავი ძალიან მოწონდა და პირველი შეხვედრისთანავე ალბათ ამიტომ გაგვიიოლდა დამეგობრება.
სავიოლინო რეპერტუარის ყველა გამორჩეული ქმნილება (მოცარტის, ბეთჰოვენის, მენდელსონის, ბრამსის, ჩაიკოვსკის, სიბელიუსის კონცერტები) ლიანასთან ერთად გამოვიტანე სცენაზე და რადგან ჩემთვის, როგორც დირიჟორისთვის ყველა ჯერზე ამ ნაწარმოებებს პირველად ვასრულებდი, შემიძლია ვთქვა, რომ სწორედ მისგან ვისწავლე და მისი თვალით, ყურით, აზროვნებით, გულით, სულით და განცდით შევისისხლხორცე დიდ ავტორთა შედევრები…
მადლობა მადლობა მადლობა…
იმდენი რამ მაგონდება… გიჟური მოგონებები…
თავგადასვლები…
მისი ისტორია და ენერგია, რომელიც მუსიკის გზით ჩვენ ქვეყანას შემატა და უანგაროდ დაუტოვა მჯერა არასდროს გაფერმკრთალდება!
ვნატვრობ, რომ მისი სახელგანთქმული ფესტივალი, რომელიც ჩვენს დროში ჯერ ბორჯომში, მერე გონიოში, ბოლო დროს კი ბათუმსა და თბილისში ტარდება მალე დაუბრუნდეს თავის სახლს – ს, სადაც დააარსა და ლეგენდარული საკონცერტო მარათონები გამართა.
Rest in Peace ჩემო უძვირფასესო, მონატრებულო და მართლა არაამქვეყნიურო ლიანა! კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩემთვის ყველაზე რთულ დროს თანადგომისთვის, ხელის გამოწვდისთვის, ნდობისთვის, სიყვარულისთვის, რჩევებისთვის, გამბედაობის შთაგონებისთვის და იმ ჯადოსნური ფრაზებისთვის ჟრუანტელნარევი დირიჟორობა რომ მიწევდა სცენაზე მუდამ… 💔❤️” – წერს სოციალურ ქსელში. 

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან იოსელიანი – ჩემთვის მნიშვნელოვანია არ დარჩეს არც ერთი მოქალაქე არჩევნებში მონაწილეობის უფლების გარეშე – განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ ცესკოს დადგენილებამ ეს შესაძლებლობა დევნილ მოქალაქეებსაც მისცა

მამუკა ხაზარაძე – სიტყვის კაცი ვარ და საქმეს ვერ ნახავთ, სადაც ვთქვი და ვერ გავაკეთე – როცა ანაკლიაში ხელი შემეშალა, გამოვედი და ვთქვი, თავს ზემოთ ძალებმა გააჩერეს ეს ყველაფერი, ისეთი ძალები ჩაერივნენ, შეუძლებელი იყო

ელენე ხოშტარია – ხალხში არის ცვლილების ჩამოყალიბებული სურვილი, ჩვენი ამოცანაა, ეს სურვილი მშვიდად და წყნარად განვახორციელოთ – პრეზიდენტთან ტექნიკურ მთავრობასთან დაკავშირებით არ გვისაუბრია