აზერბაიჯანული ნავთობის ფასი 92 დოლარს უახლოვდება

აზერბაიჯანული Azeri LT CIF ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზარზე 0,4 დოლარით, ანუ 0,44%-ით გაიზარდა და ბარელზე 91,72 დოლარი შეადგინა. – ამის შესახებ ინფორმაციას report.az ავრცელებს.
გამოცემის ცნობით Brent-ის ნავთობის სექტემბრის ფიუჩერსები ბარელზე 86,54 დოლარად იყიდებოდა.
აზერბაიჯანის სახელმწიფო ბიუჯეტში 2024 წლის ნავთობის საშუალო ფასი ბარელზე 75 დოლარი იყო.
Azeri Light-ის ყველაზე დაბალი ფასი დაფიქსირდა 2020 წლის 21 აპრილს ($15,81), ხოლო ყველა დროის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი $149,66 დაფიქსირდა 2008 წლის ივლისში.