თელავის შესასვლელში მომხდარ ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა

თელავის შესასვლელში, თელავი-ვაზიანი-გომბორის გზაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსვერპლა. ამის შესახებ ტაბულას ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებული ავარიის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.