ჩვენთვის გაუგებარია გადაწყვეტილება, რომელიც „ღირსეული პარტნიორის“ გაურკვეველი ვადით გადადებას უკავშირდება

ჩვენთვის გაუგებარია გადაწყვეტილება, რომელიც „ღირსეული პარტნიორის“ გაურკვეველი ვადით გადადებას უკავშირდება
ჩვენთვის გაუგებარია გადაწყვეტილება, რომელიც „ღირსეული პარტნიორის“ გაურკვეველი ვადით გადადებას უკავშირდება, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ჩიქოვანის თქმით, თავდაცვის სამინისტროს და -ის თავდაცვის დეპარტამენტს ძალიან ბევრი სხვადასხვა თანამშრომლობის ფორმატი აქვთ და ეს თანამშრომლობა გრძელდება.
Ამასთან, როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, საერთაშორისო სწავლებები სასარგებლო ღონისძიებაა როგორც ქართული თავდაცვის ძალებისთვის, ასევე ამერიკის შეიარაღებული ძალებისთვის.
„მეორე მხრივ, ხაზს გავუსვამ იმას, რომ თავდაცვის სამინისტროს და -ის თავდაცვის დეპარტამენტს გვაქვს ძალიან ბევრი სხვადასხვა თანამშრომლობის ფორმატი, სადაც ინტენსიურად ვმუშაობთ, ვთანამშრომლობთ და ეს თანამშრომლობა გრძელდება. საერთაშორისო სწავლებები, მათ შორის, სწავლებები, რომლებშიც მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის ქვედანაყოფები, არის სასარგებლო ღონისძიება როგორც ქართული თავდაცვის ძალებისთვის, ასევე ამერიკის შეიარაღებული ძალებისთვის და ასევე ყველა იმ სახელმწიფოს წარმომადგენლისთვის, რომლებიც ამ წვრთნებში მონაწილეობენ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვაგრძელებთ და ასევე ვემზადებით წვრთნებისთვის, რომელიც 2025 წელს გვაქვს დაგეგმილი“, – აღნიშნა ჩიქოვანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება