სამწუხაროა, თუმცა გაუგებარი არაა – დანიგანი ერთობლივი წვრთნების გაუქმებაზე

აშშ-ის ელჩის, ს, განცხადებით თავდაცვის დეპარტამენტის მიერ საქართველოში ერთობლივი სამხედრო წვრთნის, „ღირსეული პარტნიორის“, გაუქმება სამწუხაროა, თუმცა გაუგებარი არაა.
ამის შესახებ ელჩმა მედიასთან დღეს, 6 ივლისს, განაცხადა.
მისი თქმით, ერთობლივი წვრთნების გაუქმება საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის კონტექსტში მოხდა.
ელჩი იმედოვნებს, რომ საქართველო--ის შორის ურთიერთობები დაბალანსდება.
„მე ვფიქრობ, თავდაცვის დეპარტამენტის განცხადება ძალიან მკაფიო იყო მიზეზების შესახებ თუ რატომ გაუქმდა [ერთობლივი სამხედრო წვრთნა]. ეს სამწუხაროა, თუმცა გაუგებარი არ არის. ამ საკითხზე ჩვენ ვისაუბრეთ და სახელმწიფო მდივანმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მიმდინარეობს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გადახედვა. შესაბამისად, ამ კონტექსტში მოხდა აღნიშნული წვრთნების გაუქმება, რადგან ადგილი ჰქონდა საჯარო განცხადებებს გარკვეული პირებისგან, მათ შორის, მმართველი პარტიის წევრებისგან“, – განაცხადა რობინ დანიგანმა.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაურკვეველი ვადით გადადო საქართველოში 25 ივლისი — 6 აგვისტოს შუალედში დაგეგმილი ერთობლივი სამხედრო წვრთნა „ღირსეული პარტნიორი“. როგორც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი აცხადებს, აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს ორმხრივი ურთიერთობების გადახედვასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ფარგლებში.
თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, თუ რატომ შეაჩერა აშშ-მ გაურკვეველი ვადით სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია მეზვრიშვილი – პრეზიდენტთან შეხვედრისას არანაირი საუბარი სანქციებზე არ ყოფილა, საუბარი მის წარმატებულ ვიზიტს შეეხო – ყველას ინტერესია, რომ საქართველო მალე დაწინაურდეს ევროინტეგრაციის გზაზე