საკრებულოებში ენმ-ის წევრების ნაწილი ხაბეიშვილის გადადგომას ითხოვს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილი ზუგდიდის, ჭიათურის და ხობის საკრებულოებში განცხადებას ავრცელებენ და პარტიის თავმჯდომარეს პოსტის დატოვებისკენ მოუწოდებენ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის საკრებულოს წევრები აცხადებენ, რომ პარტიაში შექმნილ დაპირისპირებაზე პასუხისმგებელი მოქმედი მენეჯმენტია:
„იმისათვის, რომ გადამწყვეტ ბრძოლას ოლიგარქიის წინააღმდეგ შევხვდეთ ერთიანი ძალებით, აუცილებლად მიგვაჩნია პარტიაში მოხდეს დიდი გადატვირთვა ერთმანეთისკენ მისასვლელი გზების გამოსანახად, ვთვლით, რომ ამის რესურსი პარტიას და თანამებრძოლებს ჯერჯერობით კიდევ გაგვაჩნია“ — აცხადებენ განცხადების ხელმომწერები.
ზუგდიდის საკრებულოში ენმ-ის ფრაქციის წევრები მოუწოდებენ ლევან ხაბეიშვილს დატოვოს თანამდებობა და უახლოეს პერიოდში მოწვეულ იქნას ყრილობა, რომელიც აირჩევს მმართველ ორგანოს და წარმართავს პარტიის საქმიანობას 2024 წლის საპარლამენტო ს ჩათვლით.
განცხადებას ხელს აწერენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – თავმჯდომარე, წევრები და ამავე ფრაქციიდან საკრებულოს თანამშრომლები:
· მაია კალანდია;
· თემურ ბასილაია;
· კახა ჩანგელია;
· მაია გაწერელია;
· გიორგი სორდია;
· მარიამ ახალაია;
· ბესიკ გაბუნია;
· გია მამფორია;
· ლაშა ბეჭვაია;
· დარეჯან გაბედავა;
· ხათუნა შამუგია;
· მირანდა ესებუა;
· თამთა ჭიჭინაძე;
· პაატა ადამია;
· მირანდა გოგოხია;
· მაია კუკავა;
· ბესიკ ჭეჟია.
თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებენ ხაბეიშვილს პარტიის წევრები ჭიათურის საკრებულოშიც. მათი თქმით, პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ახალი თავმჯდომარის არჩევის პირველივე კვირიდან, შეიქმნა კრიზისი, პოლიტსაბჭოსთან მიმართებაში მიღებული გადაწყვეტილების გამო, რომელიც, მას შემდეგ, მხოლოდ მწვავდება:
„პარტიის თავმჯდომარე პრობლემას არ აღიარებს, სიტყვითა და საქმით ერთობას შეუძლებელს ხდის და პარტიას ანგრევს. პარტიის თავმჯდომარემ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა შეუსრულებელ დაპირებებსა და შექმნილ ვითარებაზე და გადადგეს“ — აცხადებენ ჭიათურის საკრებულოში და აღნიშნავენ, რომ მოთხოვნას უერთდება, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის ხუთივე წევრი:
· გოგი ჩიკვილაძე
· სიმონ ჯაფარიძე
· ქეთი ცხოვრებაძე
· ზურაბ კეთილაძე
· ილიკო ჩიკვილაძე
ხობის საკრებულოს წევრები კი აცხადებენ, რომ დღეს, პარტიაში მძიმე კრიზისია, რომლის გადალახვასაც შეუძლებელს ხდის, მოქმედი თავმჯდომარის რიტორიკა, ქმედებები და ერთობის ნების არ არსებობა.
„იმისთვის რომ ერთობა გახდეს შესაძლებელი, ლევან ხაბეიშვილმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მისი მართვის შედეგებზე, გადადგეს და ფართო და წარმომადგენლობითმა ყრილობამ აირჩიოს პოლიტიკური საბჭო.
ამ პოზიციას იზიარებენ და განცხადებას ხელმოწერით უერთდებიან, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” 11- დან 10 საკრებულოს წევრი“ – ვკითხულობთ განცხადებაში.
1. ია ჯიშკარიანი
2. გურიელ ქარდავა
3. ლევან ლაშხია
4. ლელა ადანაია
5. ვეფხვია ფოცხორაია
6. მოგელი ხუხია
7. ნინო ბოკუჩავა
8. ბესიკ თამლიანი
9. ფელიქს წურწუმია
10. ჯანსუღ ჯიშკარიანი
23 ნოემბერს, ვარდების რევოლუციის 20 წლისთავზე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 11-პუნქტიანი მანიფესტი გამოაქვეყნა. მანიფესტში წერია, რომ დროა, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძველი ფუნდამენტით ახლებური პოლიტიკა აკეთოს“. ნათქვამია, რომ დოკუმენტი წარმოადგენს პარტია ენმ-ის მანიფესტს, რომელიც ასახავს პარტიის პრინციპებს, პოლიტიკურ ხედვასა და იდეოლოგიას, იმავდროულად, პარტიის ერთიანობის დეკლარაციაა.
მანიფესტს ხელს აწერენ „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი მენეჯმენტის და პოლიტსაბჭოს წევრები, თუმცა მასზე ხელი არ მოუწერია პარტიის ყოფილ თავმჯდომარე სა და მის თანამოაზრეებს.
მანიფესტის შექმნის იდეა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შესთავაზა. მისი თქმით, მანიფესტი პარტიული ერთიანობის შეთანხმებას მოიცავს და თუკი ვინმე არ მოისურვებს ამ შეთანხმებაზე ხელის მოწერას, ის ავტომატურად დაიყენებს თავს პარტიის გარეთ და სხვა გზით მოუხდება წასვლა.
27 ნოემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ნიკა მელია პარტიის წევრი აღარაა. მისი თქმით, ნიკა მელიას დრო ჰქონდა, 23 ნოემბრის მანიფესტს შეერთებოდა, თუმცა ეს არ გააკეთა.
„ფორმულას“ ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, ეს ნიშნავს თუ არა, რომ ნიკა მელია პარტიიდან გარიცხა, რადგან თავად მელიას არ განუცხადებია ენმ-ის დატოვების შესახებ და არსებობს თუ არა ამის ოფიციალური დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ის პარტიის წევრი აღარაა. რაზეც ხაბეიშვილმა უპასუხა, რომ „წერილი მისწერონ და პასუხს გაუგზავნიან“.
ხაბეიშვილის თქმით, მელიამ თავად გადაწყვიტა, რომ არ იყოს პარტიის წევრი.
ამის შემდეგ ლევან ხაბეიშვილს მელიას შესახებ კითხვა ჟურნალისტმა ვახო სანაიამ ფურცელზე დაუწერა.
„ბატონო ლევან, ირიცხება თუ არა ნიკა მელია „ნაციონალურ მოძრაობის“ რიგებში? არის თუ არა ის ოფიციალურად და ფორმალურად პარტიის წევრი? მომიწერეთ ხელი ამაზე “, – მიმართა ვახო სანაიამ ლევან ხაბეიშვილს და ფურცელი გაუწოდა.
ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტის მიერ ფურცელზე დაწერილ კითხვას წერილობითვე უპასუხა და იმავე ფურცელზე მიაწერა – „არ არის, არ წარმოადგენს“ და თან თავის ხელმოწერა დაურთო.