დანიგანი წვრთნების გაუქმებაზე: გაუგებარი არ არის, მიმდინარეობს ურთიერთობების გადახედვა

ვფიქრობ, რომ განცხადება [წვრთნების] გაუქმების მიზეზის შესახებ მკაფიო იყო. ეს სამწუხაროა, თუმცა გაუგებარი არ არის. ამ საკითხზე ჩვენ ვისაუბრეთ და სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ მიმდინარეობს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გადახედვა, შესაბამისად, ამ კონტექსტში მოხდა აღნიშნული წვრთნების გაუქმება და ეს ხდება იმ მიზეზით, რომ ადგილი ჰქონდა საჯარო განცხადებებს გარკვეული პირებისგან და მმართველი პარტიის წარმომადგენლებისგან და სწორედ ამიტომ მიმდინარეობს ურთიერთობების გადახედვა. რა თქმა უნდა, ეს ძალიან სამწუხაროა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამ განცხადებაში მოცემული იყო მიზეზი და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მოხდება ურთიერთობების ხელახალი დაბალანსება.
ამბობს საქართველოში ამერიკის ელჩი, . -მ საქართველოსთან პარტნიორობის გადახედვის გამო, სამხედრო წვრთნები ღირსეული პარტნიორი გაურკვეველი ვადით გადადო – ინფორმაცია ამის შესახებ პენტაგონმა გაავრცელა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კი, აშშ-ს გადაწყვეტილებას “გაუგებარი” უწოდა.