„ყველასთვის მოულოდნელად ივლისი ცუდი მაჩვენებლით დაიწყო – თურქეთმა ძალიან დაწია ფასები და იქ დასვენება უფრო იაფი ჯდება“

ივლისში სასტუმროების დატვირთულობა, წინა თვესთან შედარებით, საკმაოდ დაბალია. ამის შესახებ, რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ჰოტელიერმა მაია მურაჩაშვილმა განაცხადა.
მეტიც, მისი შეფასებით, ასე თუ გაგრძელდა, ივლისის დატვირთულობა, წინა თვესთან შედარებით, 20-30%-ით ნაკლები იქნება.
როგორც ჰოტელიერი აცხადებს, ასეთი ტენდენცია თუ გაგრძელდა, აგვისტოში კიდევ უფრო უარესი სიტუაცია იქნება.
„ივლისი ყველასთვის მოულოდნელად საკმაოდ ცუდი მაჩვენებლით დაიწყო, თუ ასე გაგრძელდა, ივლისში სასტუმროების დატვირთულობა ივნისზე 20-30%-ით ნაკლები იქნება. მიზეზები არ ვიცი, ვერაფერს ვუკავშირებ როგორც უცხოელი, ისე ადგილობრივი ტურისტების კლებას.

ერთი ვერსიაა, რომ თურქეთმა ძალიან დაწია ფასები, ვსაუბრობ სასტუმროს მომსახურების ღირებულებას, შესაბამისად, ხალხის ნაკადის ერთი ნაწილი სწორედ იქით მიემართება. ის ქვეყნებიც კი, რომლებიც მანამდე იქ არ ისვენებდნენ, ახლა თურქეთში ისვენებენ, რადგან მათ მიმართ განსაკუთრებით ლოიალური პირობები აქვთ. აქედან გამომდინარე, საკმაოდ მძლავრი კონკურენტი გაგვიჩნდა აქვე გერდით, რადგან ამჟამად, ჩვენთან შედარებით თურქეთში დასვენება უფრო იაფი ჯდება,“ – განაცხადა მურაჩაშვილმა.
bpn.ge

ასევე დაგაინტერესებთ