ფეხბურთი და საქართველოს ნაკრები ქართული პროდუქტის ცნობადობის გაზრდაში ძალიან დაგვეხმარება – გია პირადაშვილი

„ჯანიანის“ და „ვინივერიას“ თანადამფუძნებლის შეფასებით, EURO 2024-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატებული სტარტი ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოსა და ქართული პროდუქტის ცნობადობაზე დადებითად აისახება. ამის შესახებ გია პირადაშვილმა „ანალიტიკაში“ საერთაშორისო ბაზარზე ქართული ღვინის პოზიციონირებაზე საუბრისას განაცხადა.
„ფეხბურთი და საქართველოს ნაკრები ძალიან დაგვეხმარა იმაში, რომ ჩვენ ძალიან ცნობადები ვხდებით. ძალიან მალე ეს თავის შედეგს გამოიღებს და ქართული პროდუქტი ბრიტანეთში და ევროპის სხვა ქვეყნებში სულ უფრო ცნობადი გახდება“, – აღნიშნა პირადაშვილმა.
გია პირადაშვილი ქართული ღვინის ცნობადობის ზრდის მნიშვნელობაზე საუბრობს და თვლის, რომ ამ პროცესში კერძო კომპანიებთან ერთად დიპლომატებიც უნდა იყვნენ ჩართულები.
„ღვინოს საერთაშორისო ბაზარზე წარადგენს ცნობადობა. მოკლე დროში მარკეტინგული ნაბიჯების გადადგმა ცნობადობის ამაღლებისთვის ძალიან რთულია, ამიტომ აქ საჭიროა ბევრი დარგის ერთად ჩართვა, ეს არის კულტურული ნაწილი… დიპლომატიურ დონეზე ამ ყველაფრის განხილვა და ელჩების ჩართვა ამ პროცესში. ეს გააკეთა იტალიამ, საფრანგეთმა და თავისი სტრატეგიული პროდუქტები მსოფლიოს წარუდგინეს. ჩვენი სტრატეგიული პროდუქტი სოფლის მეურნეობიდან არის ღვინო“, – განაცხადა ღვინის კომპანიების თანადამფუძნებელმა.
ღვინის ახალი ბრენდმა „ჯანიანმა“ ღვინის ჩამოსხმა 2023 წელს დაიწყო და ადგილობრივ ბაზართან ერთად ექსპორტზეც გავიდა. ქვეყნის ფარგლებს გარეთ „ჯანიანის“ ღინოები ჰოლანდიასა და დიდ ბრიტანეთში იყიდება. კომპანიის წარმადობა საწყის ეტაპზე 30 000 ბოთლია.
რაც შეეხება „ვინივერიას“, ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია ბაზარზე დიდი ხანია ოპერირებს და საექსპორტო ქვეყნების მოცვის არეალიც ფართო აქვს. მეღვინეობა წლიურად 700 000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს, რომელიც საქართველოსთან ერთად ნორვეგიაში, ბელგიაში, ში, გერმანიაში, იტალიაში, საფრანგეთში, ავსტრალიაში, -ის დასავლეთ ნაწილში, ასევე რუსეთში იყიდება. მეღვინეობა ყოველწლიურად ახალი საექსპორტო ბაზრების ათვისებაზეც აქტიურად მუშაობს.