ირაკლი ჩიქოვანი – გაუგებარია გადაწყვეტილება, რომელიც კავშირდება „ღირსეული პარტნიორის“ გაურკვეველი ვადით გადადებას – ვაგრძელებთ მომზადებას 2025 წელს დაგეგმილი წვრთნებისთვის

თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი „გაუგებარ გადაწყვეტილებას“ უწოდებს -ს თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმად, აშშ-მა საქართველოსთან ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა დაიწყო, ამის ფარგლებში კი, სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ ჩატარება განუსაზღვრელი ვადით გადაიდება.
როგორც თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის დეპარტამენტს შორის თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატი არსებობს, შესაბამისად, ემზადებიან წვრთნებისთვის, რომელიც დაგეგმილია 2025წელს.
„გაუგებარია გადაწყვეტილება, რომელიც კავშირდება „ღირსეული პარტნიორის“ გაურკვეველი ვადით გადადებას. თუმცა, მეორე მხრივ, ხაზს გავუსვამ იმას, რომ ჩვენ, თავდაცვის სამინისტროს და აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტს გვაქვს ძალიან ბევრი სხვადასხვა თანამშრომლობის ფორმატი, სადაც ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ და ვთანამშრომლობთ და ეს თანამშრომლობა გრძელდება. საერთაშორისო სწავლებებში, რომლებშიც მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნების ქვედანაყოფები არის სასარგებლო ღონისძიება, როგორც ქართული თავდაცვის ძალებისთვის, ასევე აშშ-ს შეიარაღებული ძალებისთვის და ყველა იმ სახელმწიფოს წარმომადგენლისთვის, რომელიც ამ წვრთნებში მონაწილეობს.
თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. ერთი მხრივ, გაუგებარია გადაწყვეტილება, მაგრამ მეორე მხრივ – ასევე ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი ფორმატი, რომელიც არსებობს თავდაცვის დეპარტამენტსა და თავდაცვის სამინისტროს შორის. ამ ფორმატებში თანამშრომლობას ვაგრძელებთ, ვმუშაობთ და ასევე ვემზადებით იმ სხვა საერთაშორისო წვრთნებისთვის, რომელიც დაგეგმილი გვაქვს 2025 წელს“, -განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
შეგახსენებთ, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა საქართველო-შეერთებული შტატების ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა დაიწყო. ამ გადახედვის ნაწილად, შეერთებული შტატები განუსაზღვრელი ვადით გადადებს საქართველოში სწავლებებს „ღირსეული პარტნიორი“, რომელთა ჩატარებაც თავდაპირველად 2024 წლის 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე იყო დაგეგმილი.
„30 მაისს შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის სრული გადახედვა დაიწყო. „ღირსეული პარტნიორის” ამ სწავლების გადადების შესახებ გადაწყვეტილება გამოწვეულია საქართველოს მთავრობის მხრიდან შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური ორგანიზაციების წინააღმდეგ ყალბი ბრალდებებით, თითქოს ისინი საქართველოზე ზეწოლას ახდენენ ს წინააღმდეგ მეორე ფრონტი გახსნას, რათა უკრაინისგან ზეწოლა მოხსნას, და თითქოს ისინი მმართველი პარტიის წინააღმდეგ სახელმწიფო გადატრიალების ორ მცდელობაში მონაწილეობდნენ. შედეგად, შეერთებული შტატების მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ახლა საქართველოში ფართო მასშტაბის სამხედრო წვრთნების ჩატარებისთვის შესაბამისი დრო არ არის“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია მეზვრიშვილი – პრეზიდენტთან შეხვედრისას არანაირი საუბარი სანქციებზე არ ყოფილა, საუბარი მის წარმატებულ ვიზიტს შეეხო – ყველას ინტერესია, რომ საქართველო მალე დაწინაურდეს ევროინტეგრაციის გზაზე