ნინო ლაცაბიძე – მიხარია, რომ როგორც საფესტივალო მიმართულება, ასევე რუსთავის კულტურული განვითარება აქტიურად გრძელდება და „ოქსიგენი“ ამის ნათელი მაგალითია

“ოქსიგენ ფესტის” (Oxygen/Fest) მთავარი მუსიკალური დღეები დანიური ჯგუფის Outlandish – ის და KORDZ-ის კონცერტით დაიწყო.
დღეს საღამოს კი საფესტივალო სივრცე, სტეფანესა და „შერეკილების“ კონცერტით უმასპინძლებს სტუმრებს. 7 ივლისს “ოქსიგენს” ჯგუფი „რეგიონი’“ და „MURO“ დახურავენ.
„ჩვენი გუნდი დიდი ხანია ვამბობთ, რომ რუსთავს საფესტივალო ქალაქად ჩამოყალიბების ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და “ოქსიგენი” სწორედ ამის დასტურია. უკვე მესამე წელია, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის ცენტრალურ პარკში ტარდება საღამოები, რომლებიც, ჩვენს ქალაქში აქამდე არ ყოფილა. „ოქსიგენი“ წელს იმითაა გამორჩეული, რომ საერთაშორისოა და ძალიან პოპულარული ჯგუფი „აუთლენდიშია“ რუსთავში. მიხარია, რომ როგორც საფესტივალო მიმართულება, ასევე რუსთავის კულტურული განვითარება აქტიურად გრძელდება და „ოქსიგენი“ ამის ნათელი მაგალითია”, – განაცხადა რუსთავის მერმა მ.
რუსთავის მერიის ინფორმაციით, საფესტივალო კარი, 18:00 საათიდან იხსნება. ტერიტორიაზე მოწყობილია კვების და ლუდის სივრცეები, ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.
„ოქსიგენი” რუსთავში პირველად 2022 წელს გაიმართა.
საფესტივალო სივრცე, რუსთავის პარკში ამფითეატრისა და რუსთავის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზეა მოწყობილი და სხვადასხვა მუსიკალურ ჯგუფებსა და სტუმრებს, უკვე ერთი თვეა მასპინძლობს.
“ოქსიგენ ფესტი” რუსთავის მერიის და ,,ოქსიგენის“ ორგანიზებით იმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”