ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში მასუდ პეზეშქიანმა გაიმარჯვა

ირანის საპრეზიდენტო ს მეორე ტურში რეფორმისტმა კანდიდატმა, მასუდ პეზეშქიანმა გაიმარჯვა. არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა ამომრჩევლების 34.42%-მა, ანუ 30.5 მილიონმა ადამიანმა მიიღო. პეზეშქიანმა ხმების 53% მოიპოვა, ხოლო მისმა კონსერვატორმა კონკურენტმა, საიდ ჯალილმა, რომელიც ცნობილია თავისი მკვეთრი ანტი-დასავლური პოზიციით ხმების 44.3% მოიპოვა.
28 ივნისს ჩატარებულ არჩევნების პირველ ტურში პრეზიდენტობის კანდიდატები იყვნენ: ყოფილი დეპუტატი მასუდ პეზეშკიანი, უსაფრთხოების საბჭოს წევრი საიდ ჯალილი, პარლამენტის სპიკერი მოჰამად ბაგერ გალიბაფი და ყოფილი შს და იუსტიციის მინისტრი მოსტაფა პურმოჰამადი. ყველაზე მეტი ხმები ააგროვეს პეზეშკიანმა (10.4 მილიონი ხმა) და ჯალილიმ (9.4 მილიონი ხმა).
პეზეშკიანი 71 წლის კარდიოქირურგი და ირანის პარლამენტის წევრია. ის ცნობილია, როგორც ირანის მორალის პოლიციის ერთ-ერთი კრიტიკოსი. პეზეშკიანის ამომრჩეველს ირანის მსოფლიოსგან იზოლაციის დასრულებას და “ერთობისა და ერთიანობის” გაძლიერებას ჰპირდებოდა.
საპრეზიდენტო არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც მიმდინარე წლის მაისის თვეში ირანის ყოფილი პრეზიდენტი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა.