„თავისუფლება მიშას” – ამ მოწოდებით სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია გამართეს

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა აქცია გამართეს.
აქციის სლოგანი „თავისუფლება მიშას”იყო.
როგორც ღონისძიების ორგანიზატორებმა განაცხადეს, მათ საზოგადოებას ს დროს გატარებული რეფორმები შეახსენეს, ამასთან, ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობა გააპროტესტეს.
აქციაზე იმყოფებოდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე, ც.
„მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, უამრავი ინსტიტუციური რეფორმა გატარდა, რომელმაც თანამედროვე სახელმწიფო შექმნა. ის, რომ დღეს რეალური შანსი გვაქვს გავხდეთ დასავლური ინსტიტუციების სრულუფლებიანი წევრი, სწორედ ამ პროექტების და ამ რეფორმების დამსახურებაა. მიხეილ სააკაშვილის ღვაწლი თანამედროვე სახელმწიფოს შექმნაში ფასდაუდებელია. ძალიან მნიშვნელოვანია, ასეთი ადამიანი გარეთ იყოს“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ