“საბოლოოდ, მისი ნამდვილი სახე”- ჯენიფერ ლოპესის ახალი ფოტო კრიტიკის ობიექტია – Marao

ჯენიფერ ლოპესი პარიზის მოდის კვირეულს გამორჩეული სამოსით დაესწრო – მომღერალს გამაოგნებელი 7000 ნამდვილი ვარდის ფურცლებისაგან შექმნილ პალტოში ეცვა.
თუმცა, ჯენიფერი ერთი ჩვეულებრივი ვიდეოს გამო კრიტიკის ობიექტი გახდა – “და ბოლოს, მისი ნამდვილი სახე. ის ყველას ჰგავს ” და “თქვენ ხედავთ მის დანაოჭებულ შუბლს ,“ – ეს კომენტარი ხაზს უსვამს სილამაზის არარეალური სტანდარტების გავრცელებულ კულტურას და ქალებზე განხორციელებულ დაუნდობელ ზეწოლას.
ყველა აღნიშნავს, რომ მომღერალი სოციალურ ქსელში ფოტოს სპეციალურად ამუშავებს.
“მე ვფიქრობ, რომ ის ლამაზია, რაც არ უნდა მოხდეს, მაგრამ ის საუბრობს ქალთა უფლებებზე და მათ სიძლიერეზე ამ დროს კი ფილტრებს იყენებს. მას არ აქვს კონტროლი ამ ვიდეოზე, ამიტომ შეგიძლიათ ნახოთ მისი ნამდვილი სახე.”
რა თქმა უნდა, ჯენიფერის მხარდამჭერებიც გამოჩნდნენ:”ჯ.ლო ლამაზად ბერდება. ხომ არ დაგავიწყდათ, რომ ჰოლივუდში არიან ადამიანები, რომლებიც აღიარებენ თავიანთ ასაკს?! ”
„ მიყვარს 20-30 წლის მოზარდების კომენტარების ყურება, რომლებსაც წარმოდგენაც არ აქვთ, რა ზეწოლას განიცდიან ხანდაზმული ქალები. დაბერების ნიშნები ყველას გველოდება, ქალბატონებო. ნუ გააკრიტიკებ სხვებს, სანამ მათ ადგილზე არ იქნები” – ვკითხულობთ კომენტარებში.

ასევე დაგაინტერესებთ