ხულოში მანქანა ხევში გადავარდა – დაღუპულია მოზარდი

ხულოში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – მანქანა ხევში გადავარდა, რის შედეგადაც მოზარდი დაიღუპა. ასევე, ავარიაში კიდევ 2 ადამიანი დაშავდა.
როგორც ტაბულას -ში უთხრეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.