ვიქტორ ორბანი: მოსკოვი და კიევი ძალიან შორს არიან ერთმანეთისგან

მოსკოვში ვიზიტად მყოფმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა, რომლის ქვეყანა 1 ივლისიდან ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარეა, განაცხადა 5 ივლისს ს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ, რომ და მოსკოვი ერთმანეთისგან ძალიან შორს არიან. ორბანმა, რომელიც ხანმოკლე ვიზიტად ჩავიდა მოსკოვში ორი დღის წინ კიევში სტუმრობის შემდეგ, რუსეთის საინფორმაციო სააგენტოების თანახმად, თქვა ასევე, რომ ის ამ საქმის კეთებას გააგრძელებს. უნგრეთის პრემიერი ჩანს, გულისხმობს ს და რუსეთის ომში მომრიგებლის ამოცანის შესრულებას.
ორბანმა პუტინთან მოლაპარაკების შემდეგ, რომლის მთავარი თემა უკრაინის საკითხი იყო, თქვა, რომ ბევრი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო, მაგრამ ჩვენ გადავდგით პირველი ნაბიჯი, რათა აღვადგინოთ დიალოგი.
რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მათ ისაუბრბს უკრაინის კონფლიქტის მოგვარების გზებზე. ორბანთან საუბარი “გულწრფელი და სასარგებლო” იყო”, თქვა პუტინმა. “ბუნებრივია, ჩვენ გვქონდა აზრთა საკმაოდ დეტალური, პირდაპირი და გულწრფელი გაცვლა აქტუალური, საერთაშორისო საკითხების, მათ შორის, უკრაინის კონფლიქტის გარშემო. ჩვენ ვისაუბრეთ მათი მოგვარების შესაძლო გზებზე“ – თქვა პუტინმა. პუტინის თქმით, მან ორბანისგან მოისმინა შეხვედრების შესახებ, კიევში, “სადაც წარადგინა წინადადებების რიგი, სხვათა შორის, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ იმ პირობების წამოყენებისთვის, რომლებმაც შეიძლება გზა გაუხსნას რუსეთთან მოლაპარაკებას”.
ორბანის და პუტინის შეხვედრა, რუსეთის სააგენტოებით თანახმად, ორსაათნახევარს გაგრძელდა. მასში მონაწილეობდნენ ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები.

ასევე დაგაინტერესებთ