ლევან ხაბეიშვილის გადადგომას მოითხოვენ “ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის საკრებულოს ფრაქციის წევრები – მათ დღეს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს

“ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე დაპირისპირებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები სპეციალური განცხადებით გამოეხმაურნენ.
მათი თქმით, მიმდინარე პროცესებზე სრული პასუხისმგებლობა მოქმედ მენეჯმენტს ეკისრება, სწორედ ამიტომ, ისინი ლევან ხაბეიშვილს გადადგომისკენ მოუწოდებენ.
“ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” შექმნილ დაპირისპირებაზე პასუხისმგებელია მოქმედი მენეჯმენტი. იმისათვის, რომ გადამწყვეტ ბრძოლას ოლიგარქიის წინააღმდეგ შევხვდეთ ერთიანი ძალებით, აუცილებლად მიგვაჩნია პარტიაში მოხდეს დიდი გადატვირთვა ერთმანეთისკენ მისასვლელი გზების გამოსანახად, ვთვლით, რომ ამის რესურსი პარტიას და თანამებრძოლებს ჯერჯერობით კიდევ გაგვაჩნია.
მოვუწოდებთ, ლევან ხაბეიშვილს, დატოვოს თანამდებობა და უახლოეს პერიოდში მოწვეულ იქნას ყრილობა, რომელიც აირჩევს მმართველ ორგანოს და წარმართავს პარტიის საქმიანობას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – თავმჯდომარე, წევრები და ამავე ფრაქციიდან საკრებულოს თანამშრომლები:
1. მაია კალანდია;
2. თემურ ბასილაია;
3. კახა ჩანგელია;
4. მაია გაწერელია;
5. გიორგი სორდია;
6. მარიამ ახალაია;
7. ბესიკ გაბუნია;
8. გია მამფორია;
9. ლაშა ბეჭვაია;
10. დარეჯან გაბედავა;
11. ხათუნა შამუგია;
12. მირანდა ესებუა;
13. თამთა ჭიჭინაძე;
14. პაატა ადამია;
15. მირანდა გოგოხია;
16. მაია კუკავა;.
17. ბესიკ ჭეჟია”, – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

დღეს, საქართველოს ომში ჩართვის მცდელობაზე წარსულში ვერ ვისაუბრებთ, რადგან დასავლეთის მხრიდან საქართველოს ომში ჩართვის საფრთხე კვლავ რეალური და მზარდია, რასაც მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები და განცხადებები ადასტურებს

არავინ იდარდებს არც უვიზო მიმოსვლაზე, არც მოგზაურობაზე, არც სხვადასხვა სერვისებზე და მშვიდობიანი ცხოვრების სხვა სიკეთეებზე, თუკი “დიფ სთეითმა” აღასრულა ვერაგული გეგმა საქართველოში კონფლიქტის გაჩაღებაზე

პრემიერის ბრიფინგმა და ევრობიუროკრატების მიერ წამოყენებულმა პირობებმა დაგვანახა, რომ ომის საფრთხე კვლავ რეალურია, ევროპა საკუთარი რიტორიკით და პოზიციით, საქართველოს, საქართველოს მოსახლეობას მშვიდობისთვის სჯის და მშვიდობის საფასურს ახდევინებს