ვერავინ გაიგო დღემდე, მელია არის თუ არა “ნაცმოძრაობის” წევრი, თვითონ ხაბეიშვილმა და მელიამაც ვერ გაიგეს და სხვას რა უნდა გააგებინონ – ირაკლი კობახიძე

“ნაციონალურ მოძრაობაში” გამწვავებულ შიდა დაპირისპირებას, როცა პარტიის დიდი ნაწილი უკვე სგან თავმჯდომარეობიდან გადადგომას ითხოვს, მმართველ გუნდში ეხმაურებიან. მათი შეფასებით, მიმდინარე პროცესი “ნაციონალურ მოძრაობას” საბოლოოდ დაშლამდე მიიყვანს.
“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თავად მ და ლევან ხაბეიშვილმა ვერ გაიგეს არის თუ არა მელია პარტიიდან გარიცხული.
მისივე თქმით, მათი ამ პოლიტიკით პარტია ამომრჩეველთა ნაწილს კარგავს.
“ვამბობდით, რომ 20%-ს ჩამოცდა “ნაცმოძრაობის” რეიტინგი, როგორც ჩანს, ეს უხარია ხაბეიშვილს. ძალიან კარგია, თუ ეს უხარია. კიდევ უფრო მეტად უნდა ჩამოცდეს ამ მაჩვენებელსაც “ნაცმოძრაობის” რეიტინგი. იმ პირობებში, როცა ამ პარტიის თავმჯდომარე არის ხაბეიშვილი, ლიდერი არის კეზერაშვილი და ა.შ. ეს 16% ზედმეტია ამ პარტიისთვის. საკუთარი მხარდაჭერებიც კი დაკარგეს იმ პოლიტიკით, რომელსაც აწარმოებენ.
ვერავინ გაიგო დღემდე მელია არის თუ არა “ნაცმოძრაობის” წევრი, თვითონ ხაბეიშვილმა და მელიამაც ვერ გაიგეს და სხვას რა უნდა გააგებინონ. იციან, რომ მელიამ შეიძლება დაახლოებით 1% წაართვას ნაცმოძრაობას და იმ პირობებში, როდესაც 16%-ით უწევთ იამაყონ, რა თქმა უნდა, ეს 1% არის მათთვის დასანანი, ამიტომ ვერ მიდიან უხეშ ნაბიჯზე”, – განაცხადა მ.
შეგახსენებთ, ორად გაყოფილ “ნაციონალურ მოძრაობაში” განხეთქილება გრძელდება. პოლიტსაბჭოს წევრების ნაწილი ხაბეიშვილის წინააღმდეგ გამოდის.
პარტიის საორგანიზაციო მდივანმა, მ დღეს ლევან ხაბეიშვილის გადადგომა და პოლიტსაბჭოს ხელახალი მოითხოვა. ამ პოზიციას იზიარებს ნიკა მელიას გუნდიც. მათი განცხადებით, ხაბეიშვილის მხრიდან მელიას პარტიიდან გარიცხვა პირდაპირი ეთერით ამორალურია.