კირ სტარმერი მეფე ჩარლზ შეხვდა და ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი გახდა

დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერი კირ სტარმერი მეფე ჩარლზ მესამეს შეხვდა, რომელმაც მას მთავრობის ფორმირება სთხოვა. შესაბამისად, ის უკვე ოფიციალურად გახდა ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მონარქთან აუდიენციის შემდეგ სტარმერი პრემიერის რეზიდენციაში გაემართა, სადაც მოსახლეობას მიმართავს.
მანამდე თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება რიში სუნაკმა გააკეთა.
კონსერვატიული პარტიის 14-წლიანი მმართველობის შესახებ, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ლეიბორისტებმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გილაურმა ჯერ ვითომ რაღაც ლექცია ჩაატარა ეკონომიკაზე, შემდეგ სალომე ზურაბიშვილი იტყვის, რომ აპარტიული პრემიერი უნდა ჰყავდეს ოპოზიციურ კოალიციასო და შესთავაზებს გილაურის კანდიდატურას