რიში სუნაკმა ბრიტანეთის პრემიერის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ BBC იტყობინება.
გამოცემის ინფორმაციით, რეზიდენციის წინ გამართულ ბრიფინგზე სუნაკმა კონსერვატიული პარტიის ვადამდელ არჩევნებში მარცხზე პასუხისმგებლობა აიღო.
„ქვეყანას კი პირველ რიგში მინდა ვუთხრა – ბოდიში. ამ სამსახურს ყველაფერი მივეცი, მაგრამ თქვენ მკაფიო სიგნალი მოგვეცით, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობა უნდა შეიცვალოს და მხოლოდ თქვენს შეფასებას აქვს მნიშვნელობა. გავიგონე თქვენი ბრაზი, თქვენი იმედგაცრუება და ამ წაგებაზე პასუხისმგებლობას ვიღებ“, – განაცხადა სუნაკმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მალევე პარტიის ლიდერის თანამდებობასაც დატოვებს.
სუნაკს პრემიერის თანამდებობაზე გამარჯვებული ლეიბორისტული პარტიის ლიდერი სერ კირ სტარმერი ჩაანაცვლებს.