ფეხბურთელები ახლა ბულინგის მსხვერპლი გახდნენ. რა პრობლემაა იმაში, რომ ადამიანები მადლობას იხდიან?!

საერთოდ არ გვაინტერესებს, რომელ ფეხბურთელს რა პოლიტიკური პოზიცია აქვს. ფეხბურთელები ახლა ბულინგის მსხვერპლი გახდნენ, რა პრობლემაა იმაში, რომ ადამიანები მადლობას იხდიან, – ამის შესახებ განცხადება პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ გააკეთა. მისი თქმით, ის რაც ახლა ფეხბურთელების წინააღმდეგ ხდება უზნეობაა.
„ფეხბურთელებზე ფსიქოლოგიური შეტევა და ბულინგი კარგად დაორგანიზებულია ისევე, როგორც დაორგანიზებულია ადამიანების გარკვეული ჯგუფი, რომელთაც ვინმეს სიტყვით გამოსვლისას უნდა უსტვინონ, რათა შემდეგ „ფორმულა“ გამოვიდეს და მკითხოს, თურმე პრემიერს ვიღაც უარყოფითად შეხვდა. გეგონებათ, მსოფლიოში ეს არ ხდება. ახლა ფეხბურთელები ბულინგის მსხვერპლი გახდნენ. საერთოდ არ გვაინტერესებს, რომელ ფეხბურთელს რა პოლიტიკური პოზიცია აქვს. რა პრობლემაა იმაში, რომ ადამიანები მადლობას იხდიან? მადლობა და უმადურობა გარჩევის საგნად იქცა. ლიდერებმა გადაწყვიტეს, ამაში მონაწილეობა არ მიიღონ, რადგან ზუსტად იციან, რომ უმადურობა ცუდი ნიშანია და მობილიზებას უკეთებენ თავის პაიკებს, რათა ბულინგი განავითარონ. ეს არის უზნეობა. პატარა ბიჭებმა საქართველოს სახელი გაიტანეს მსოფლიო ასპარეზზე, მათი წახალისება მეცენატობაა და სხვა არაფერი. ბიძინა ივანიშვილს სხვა მეცენატობა თუ არ ექნებოდა, კიდევ ეჭვს შევიტანდით, მაგრამ უამრავია გაკეთებული“, – განაცხადა ვოლსკიმ.
როგორც ცნობილია, სა და ფონდ „ქართუსგან“ ჯილდოს სახით გამოყოფილი 30 მილიონი ლარი ნაკრების წევრებმა პრემიის სახით უკვე მიიღეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, კაპიტანი გურამ კაშია გუნდის სახელით, მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილს, ფონდ „ქართუს“ და ქართველ გულშემატკივარს ფეხბურთის მხარდაჭერისთვის.
ფეხბურთელების მადლობას სოციალურ ქსელში რადიკალური ოპოზიციის წევრების და მათი აქტივისტების მხრიდან ბულინგის მცდელობის მორიგი კამპანია მოჰყვა. კაპიტნის დაბულინგებას ისეთი ადამიანები ცდილობენ, როგორიცაა ანა სუბელიანი, , თეა თუთბერიძე, ნიკო მანაგაძე და დავით („ტორნადო“) გაბუნია. საკითხს მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ. მათი განცხადებით, სიძულვილის კამპანია საზოგადოების შეფასების გარეშე არ დარჩება.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოსთვის არ არსებობს ომში მხარე, ტენდენცია, მიკერძოება. მხოლოდ საკუთარი ეროვნული ინტერესი – მშვიდობით გავიაროთ ეს რთული და გარდამავალი პროცესი. არანაირი ვიზა, გრანტი და ბედნიერი მომავლის ილუზია გახდება მშვიდობის ალტერნატივა

დღეს, საქართველოს ომში ჩართვის მცდელობაზე წარსულში ვერ ვისაუბრებთ, რადგან დასავლეთის მხრიდან საქართველოს ომში ჩართვის საფრთხე კვლავ რეალური და მზარდია, რასაც მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები და განცხადებები ადასტურებს

არავინ იდარდებს არც უვიზო მიმოსვლაზე, არც მოგზაურობაზე, არც სხვადასხვა სერვისებზე და მშვიდობიანი ცხოვრების სხვა სიკეთეებზე, თუკი “დიფ სთეითმა” აღასრულა ვერაგული გეგმა საქართველოში კონფლიქტის გაჩაღებაზე