ირაკლი კობახიძე ლიანა ისაკაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი გამორჩეული მუსიკოსის, ლიანა ისაკაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
როგორც პრემიერ-მინისტრის სამძიმარშია აღნიშნული, უნიკალური ხელწერით გამორჩეულმა საშემსრულებლო და სადირიჟორო მოღვაწეობამ ლიანა ისაკაძეს მსოფლიო სახელი და აღიარება მოუტანა.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული მუსიკოსის, ლიანა ისაკაძის გარდაცვალების გამო.
ქალბატონი ლიანა ბრწყინვალე ტალანტით სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა. უნიკალური ხელწერით გამორჩეულმა საშემსრულებლო და სადირიჟორო მოღვაწეობამ მას მსოფლიო სახელი და აღიარება მოუტანა. მისმა ნაყოფიერმა შემოქმედებამ ხელი შეუწყო კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას და საქვეყნოდ გაუთქვა სახელი ქართულ სამუსიკო ტრადიციებს.
გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ქალბატონი ლიანას ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მთელ ჩვენს საზოგადოებას“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის სამძიმარში.

ასევე დაგაინტერესებთ

რამაზ საყვარელიძე – ხაზარაძე-გახარიას გაერთიანების შემთხვევაში, შესაძლოა, ნაკლები შედეგი ჰქონოდა, ხმები დაეკარგათ – ეს მათ იციან, თუმცა პრეზიდენტმა არ იცის, ცოცხალი პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილება არ აქვს, პრეზიდენტობაც კი გაუჭირდა

გივი მიქანაძე აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებსა და სავიზო შეზღუდვაზე – წინასაარჩევნო პერიოდში უცხო ქვეყნის მხრიდან მსგავსი ქმედებების განხორციელება წარმოადგენს წინასაარჩევნო პროცესში ჩარევას

გივი მიქანაძის განცხადებით „ნაციონალური მოძრაობის“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენლებმა, ქუთაისსა და გორში, „ქართული ოცნების“ შეხვედრების ჩაშლა სცადეს, რაც საარჩევნო კამპანიაში ხელისშეშლას წარმოადგენს