გია ვოლსკი – „ქართული ოცნება“ არჩევნებში ერთიანი ფორმატით გამოვა – იმაზე ლაპარაკი, რომ „ხალხის ძალა“ საარჩევნო სუბიექტი იყოს, არ არის

„ქართული ოცნება“ ჯერჯერობით და მგონია, რომ ეს ასეც იქნება, 2024 წლის არჩევნებში ერთიანი ფორმატით გამოვა, ისევე როგორც ეს 2020 წლის ს დროს იყო. ის, რომ „ხალხის ძალა“ საარჩევნო სუბიექტი იყოს, ამაზე ლაპარაკი არ არის! – ამის შესახებ ჟურნალისტებთან დღეს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, რეალური კვლევები აჩვენებს, რომ “ქართულ ოცნებას“ მაღალი მხარდაჭერა აქვს, რაც “არავის უნდა გაუკვირდეს, რადგან არ არსებობს ადამიანი, ვინც სტაბილურობასა და ეკონომიკურ ზრდას დესტაბილიზაციასა და ქვეყნის ცეცხლში გახვევა ამჯობინებს“.
ვოლსკიმ დღეს მედიასთან ოპოზიციის გაერთიანების საკითხზეც ისაუბრა.
“არსებობს ძველი “ნაციონალური მოძრაობა“ – კლასიკური და სტანდარტული. ასევე არსებობს მოჩვენებითი, ვითომ ახალი ორგანიზაცია, მაგრამ კვლავ “ნაციონალურ მოძრაობა“. ეს გაყოფა იმან გამოიწვია, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა ნაწილისთვის ისტერიკიანი და არაინტელექტუალური ადამიანები მიუღებელი არიან. გამომდინარე აქედან, ჩათვალეს, რომ კიდევ ახალი “ნაცმოძრაობა“ უნდა შეიქმნას, თუმცა ეჭვი არავის ეპარება, რომ ეს იგივე “ნაცმოძრაობაა“. ეს ორი “ნაცმოძრაობა“ შეეცდება, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ ფორმატი არ დაიშალოს. რა როლი ექნება მიხეილ სააკაშვილს ამ კონფიგურაციაში, ამას ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ ის ჯერჯერობით ოფსაიდშია დატოვებული.
“ნაციონალური მოძრაობის“ მყარი მოკავშირე სუბიექტები არიან “ლელო“ და გიორგი გახარია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკო მანაგაძე: ადრე თუ გვიან ყველაფერი სრულდება. რამდენი ტიტუშკა არბენინა, რამდენი ფიტული აგორავა აუდიტორიების შესავსებად, რამდენი სტუდენტი აცემინა, მაგრამ მაინც ასე დაამთავრა – წავიდა