წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვანი დაჭრეს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვანი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ იმ დროს მოხდა, როცა მოზარდები მდინარეზე საბანაოდ იყვნენ წასულები.
გავრცელებული ცნობით, არასრულწლოვანს ჭრილობები მსუბუქი ფორმით ჰქონდა მიყენებული, თუმცა საჭირო გახდა მისი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა. არასრულწლოვნის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც “ინტერპრესნიუსს” -ში განუცხადეს, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი ხაზარაძე- გახარიაზე – ეს არ არის ამ ორი სუბიექტის კეთილი ნება, ეს არის გარკვეული გარე დავალების რეალიზაციის პროცესი – კოალიციას შექმნიან, ეს სცენარი წინასწარ დაწერილია და მის რეალიზაციას წინ არაფერი დაუდგება