მსოფლიოს ლიდერები კეირ სტარმერს გაერთიანებული სამეფოს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ

მსოფლიოს ლიდერები, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტი და ევროკომისიის პრეზიდენტი გაერთიანებული სამეფოს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერს, კეირ სტარმერს საყოველთაო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ.
„ბატონო კეირ სტარმერს, გილოცავთ არჩევნებში გამარჯვებას. გავაგრძელებთ გაერთიანებულ სამეფოსთან დაწყებულ მუშაობას ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობისთვის, ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის, კლიმატისა და ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე“, – წერს მაკრონი სოციალურ ქსელში.
კეირ სტარმერს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და მასთან კონსტრუქციული პარტნიორობის სურვილი გამოხატა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმაც.
კეირ სტარმერს მისალოცი გზავნილები გაუგზავნეს ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანესმა, კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ, უკრაინის პრეზიდენტმა მ და ს პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმაც.

ასევე დაგაინტერესებთ