უმსხვილესი საფონდო ბაზრების რეიტინგში, $54 ტრლნ საბაზრო კაპიტალით, აშშ ლიდერობს – S&P Dow Jones Indices

S&P Dow Jones Indices-ის 2024 წლის 31 მაისის მონაცემებით, მსოფლიოს უმსხვილესი საფონდო ბაზრების რეიტინგში შეერთებული შტატები ლიდერობს გლობალურ საფონდო ბაზარზე 54 ტრილიონი დოლარის საბაზრო კაპიტალით, რაც 4,5-ჯერ აღემატება ჩინეთის საბაზრო კაპიტალს (11,9 ტრილიონი დოლარი)
მესამე პოზიციას იაპონია იკავებს 6,3 ტრილიონი დოლარის საბაზრო კაპიტალით. 2024 წლის დასაწყისში, ინდოეთის მთლიანმა საბაზრო კაპიტალიზაციამ პირველად გადააჭარბა 4 ტრილიონ დოლარს, რამაც გააძლიერა ქვეყნის პოზიცია და მსოფლიოს უმსხვილესი საფონდო ბაზრების რეიტინგში მეოთხე ადგილი დაიკავა.
S&P Dow Jones Indices-ის მიხედვით, შეერთებული შტატების შემდეგ, 3 უმსხვილესი საფონდო ბაზარი განლაგებულია აზიაში. ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა (NYSE) და NASDAQ არის უდიდესი საფონდო ბირჟის ოპერატორებია მსოფლიოში.
მსოფლიოს უმსხვილესი საფონდო ბაზრების რეიტინგის ათეულშია გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, , კანადა, გერმანია, ტაივანი.
მსოფლიოს უმსხვილესი საფონდო ბაზრების რეიტინგი S&P Global Broad Market Index-ის (BMI) მეთოდოლოგიით იქნა შედგენილი და მასში მონაწილეობად 1400-მდე საფონდო ბირჟა განვითარებული და განვითარებადი ბაზრებიდან.
მსოფლიოს უმსხვილესი საფონდო ბაზრების რეიტინგი ასეთია:
ქვეყანა / ბაზრის კაპიტალიზაცია
– 54.02 ტრილიონი დოლარი;
ჩინეთი – 11.9 ტრილიონი დოლარი;
იაპონია – 6.34 ტრილიონი დოლარი;
ინდოეთი – 4.68 ტრილიონი დოლარი;
გაერთიანებული სამეფო – 3.33 ტრილიონი დოლარი;
საფრანგეთი – 3.25 ტრილიონი დოლარი;
საუდის არაბეთი – 2.69 ტრილიონი დოლარი;
კანადა – 2.67 ტრილიონი დოლარი;
გერმანია – 2.26 ტრილიონი დოლარი;
ტაივანი – 2.19 ტრილიონი დოლარი;
შვეიცარია – 2 ტრილიონი დოლარი;
სამხრეთ კორეა – 1.71 ტრილიონი დოლარი;
ავსტრალია – 1.63 ტრილიონი დოლარი;
ნიდერლანდები – 1.11 ტრილიონი დოლარი;
შვედეთი – 1.01 ტრილიონი დოლარი.

ასევე დაგაინტერესებთ