ირაკლი კობახიძე – მოსკოვისკენ მიაქანებს ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას და კანდიდატის სტატუსს იღებს? რანაირად ხდება ეს ყველაფერი? – სიტყვა სამარცხვინო საკმარისია იმ სტატიის დასახასიათებლად, რომელიც „პოლიტიკოში“ დაიბეჭდა

მოსკოვისკენ მიაქანებს [ ქვეყანას] და კანდიდატის სტატუსს იღებს? რანაირად ხდება ეს ყველაფერი? – რაც შეეხება არაფორმალურ მმართველობას არც ერთი ფაქტი და გარემოება ამაზე არ მიუთითებს და ეს ცარიელი სპეკულაციებია – სიტყვა სამარცხვინო საკმარისია იმ სტატიის დასახასიათებლად, რომელიც „პოლიტიკოში“ დაიბეჭდა, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი მ კითხვას იმის შესახებ, რომ „პოლიტიკოს” მიერ გავლენიანი ადამიანების სია გამოქვეყნდა, სადაც ბიძინა ივანიშვილზე ნეგატიურ კონტექსტშია საუბარი და ის ოლიგარქად და არაფორმალურ მმართველადაა მოხსენიებული“.
კობახიძე აღნიშნულ სტატიას შეკვეთილს უწოდებს. როგორც ის ამბობს, ფასი აქვს მხოლოდ ფაქტებს და არა იმას, რომ „ვიღაც ფულს გადაიხდის რომელიღაც გაზეთში, სადაც ბიძინა ივანიშვილი უარყოფითად იქნება მოხსენიებული“.
„ფარას“ საიტის მეშვეობით, ვიგებთ ხოლმე ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი სტატიები იწერება ფულის სანაცვლოდ. მარტივად მუშაობს ასეთი სქემები, მათ შორის ევროპულ მედიაში – იხდი ფულს და შეგაქვს ასეთი შინაარსი ნებისმიერ სტატიაში. მარტივად მიდის ეს ყველაფერი, ანუ ევროპულ მედიაშიც მარტივია ფულით ასეთი რაღაცების დალაგება, მაგრამ თქვენ ხომ იცით, რომ ეს ყველაფერი არის უბრალოდ სამარცხვინო. ბიძინა ივანიშვილს 3 მლრდ დოლარის ქველმოქმედება აქვს გაწეული ქვეყნისა და მოსახლეობის სასარგებლოდ. პოლიტიკაში როცა მოვიდა, ბიძინა ივანიშვილმა შეცვალა საქართველოში სისხლიანი რეჟიმი. 2012 წლამდე ქვეყანაში მოქმედებდა სისხლიანი რეჟიმი, რომელმაც უამრავი ადამიანი შეიწირა. ბიზნესის რეკეტი, ადამიანების წამება, არაადამიანური მოპყრობა, სთვის ტერიტორიების გადაცემა, ტელევიზიების მიტაცება – ეს იყო წინა ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში შეცვალა ანტიდასავლური, ანტიევროპული, სისხლიანი რეჟიმი, რომელსაც ხელმძღვანელობდა სააკაშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“. ამის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლებაში მოიყვანა გუნდი, რომლის პირობებშიც საქართველომ ჯერ ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას, მერე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, მერე მიიღო ვიზალიბერალიზაცია და ახლა იღებს კანდიდატის სტატუსს. ეს ყველაფერი არის ბიძინა ივანიშვილის დამსახურება. ვიღაცა ფულს გადაიხდის რომელიღაც გაზეთში და ბიძინა ივანიშვილი უარყოფითად იქნება მოხსენიებული, ამას ხომ არაფერი ფასი არ აქვს. ფასი აქვს ფაქტებს და ფაქტები არის ის, რომ სწორედ სისხლიანი რეჟიმი გაისტუმრა ბიძინა ივანიშვილმა, დაამყარა ისეთი მმართველობა, რომელიც თავსებადია დასავლურ სტანდარტებთან, დასავლურ ღირებულებებთან და სწორედ ამის ხარჯზე მოვახერხეთ ჩვენ იმ მიღწევების შეგროვება, რაც უკავშირდება საქართველოს ევროინტეგრაციას. მოსკოვისკენ მიაქანებს და კანდიდატის სტატუსს იღებს – რანაირად ხდება ეს ყველაფერი? ხალხი არის პირველი, ვისი დამსახურებაც არის, მაგრამ ხელისუფლების გარეშე ვერც ერთი ხალხი ვერ იღებს კანდიდატის სტატუსს. რაც შეეხება არაფორმალურ მმართველობას არც ერთი ფაქტი და გარემოება ამაზე არ მიუთითებს. ცარიელი სპეკულაციებია. სწორედ ცარიელი სპეკულაციებია ის, რასაც ერთი სიტყვით ვუწოდე სამარცხვინო. თქვენ გინდოდათ არგუმენტები, წარმოგიდგინეთ 30 არგუმენტი. მაგრამ, ერთი სიტყვა – სამარცხვინო, არის საკმარისი იმ სტატიის დასახასიათებლად, რომელიც „პოლიტიკოში“ დაიბეჭდა“, – განაცხადა კობახიძემ.