ირაკლი ღარიბაშვილი შვედეთის სამეფოს ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოში შვედეთის სამეფოს ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ანა ლიბერს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს და სხვადასხვა სფეროში არსებული თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკომისიის მიერ მიღებულ დადებით რეკომენდაციას. ირაკლი ღარიბაშვილმა ახალ ელჩს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის, ასევე მიმდინარე რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ხაზი გაუსვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას.
პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ევროპული გზის მხარდაჭერისთვის ახალ ელჩს მადლობა გადაუხადა და ამ პროცესში შვედეთის სამეფოს შემდგომი მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
ირაკლი ღარიბაშვილმა ანა ლიბერს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი – ვგმობთ მოქალაქეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციური ფიგურების, მათ შორის გიორგი გახარიას წინააღმდეგ ძალადობას – ეს “ქართული ოცნების” რეპრესიული ტაქტიკის კიდევ ერთი მაგალითია, რომელიც ქვეყანას იზოლირებულს დატოვებს

„ქართული ოცნება“: ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებით წარმოჩინდება, რომ დიდი ბრიტანეთი „დიფ სთეითმა“, იგივე „გლობალურმა ომის პარტიამ“ მორიგ სათამაშოდ აქცია, როგორც უკრაინა, ლიეტუვა, ესტონეთი და ევროპარლამენტი