თემაზე „საქართველოს ტერიტორიის სამხედრო საინჟინრო უზრუნველყოფის შესაძლებლობების ამაღლება ოპერატიული სივრცის სპეციფიკის გათვალისწინებით“ კონფერენცია გაიმართება

29 ნოემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, სამეცნიერო – თემაზე „საქართველოს ტერიტორიის სამხედრო საინჟინრო უზრუნველყოფის შესაძლებლობების ამაღლება ოპერატიული სივრცის სპეციფიკის გათვალისწინებით“ კონფერენცია გაიმართება.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, კონფერენციის ორგანიზატორები ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, სამხედრო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ნაგებობების, სპეციალური სისტემების და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტი არიან.
„სიტყვით გამომსვლელთა შორის იქნებიან: გენერალ-მაიორი, თენგიზ შუბლაძე, გენერალ-მაიორი, კობა კობალაძე, გენერალ-ლეიტენანტი, დავით თევზაძე, გენერალ-ლეიტენანტი, ჯონი ფირცხალაიშვილი, პოლკოვნიკი, გიორგი დანელია, ბრიგადის გენერალი, გიორგი სურმავა, სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი, ვიცე-პოლკოვნიკი, ირაკლი ბუაშვილი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, გენერალ-მაიორი, ელგუჯა მეძმარიაშვილი.
კონფერენცია გაიხსნება 10:00 საათზე და 16:00 საათზე დასრულდება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი – ვგმობთ მოქალაქეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციური ფიგურების, მათ შორის გიორგი გახარიას წინააღმდეგ ძალადობას – ეს “ქართული ოცნების” რეპრესიული ტაქტიკის კიდევ ერთი მაგალითია, რომელიც ქვეყანას იზოლირებულს დატოვებს

„ქართული ოცნება“: ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებით წარმოჩინდება, რომ დიდი ბრიტანეთი „დიფ სთეითმა“, იგივე „გლობალურმა ომის პარტიამ“ მორიგ სათამაშოდ აქცია, როგორც უკრაინა, ლიეტუვა, ესტონეთი და ევროპარლამენტი