უკრაინა და რუსეთი დრონებით მორიგი თავდასხმების შესახებ იუწყებიან

უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო ს კრასნოდარის და როსტოვის ოლქებზე. ამის შესახებ რეგიონების ადმინისტრაციები და რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყებიან.
კრასნოდარის მხარის გუბერნატორ ვენიამინ კონდრატიევის ინფორმაციით, დღეს, 5 ივლისს, ქალაქ პრიმორსკო-ახტარსკზე უკრაინული დრონებით შეტევის შედეგად დაიჭრა 6 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი. გუბერნატორის თანახმად, ერთ-ერთი, 6 წლის დაჭრილი გოგო საავადმყოფოში გარდაიცვალა.
რუსული ტელეგრამ-არხების ცნობით, როსტოვზე დრონებით შეტევის შედეგად ხანძარი გაჩნდა ქალაქის იმ რაიონში, სადაც თბოელექტროსადგური მდებარეობს. შედეგები ჯერჯერობით უცნობია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა კრასნოდარის მხარეში გაანადგურეს 14, ხოლო როსტოვის ოლქში 10 უპილოტო საფრენი აპარატი.
დილით, უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა მიკოლა ოლეშჩუკმა განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ს კურსკიდან და პრიმორსკო-ახტარსკიდან შეუტიეს 32 დრონით. გენერალ ოლეშჩუკის ინფორმაციით, თავდაცვის ძალებმა 32-ვე უპილოტო საფრენი აპარატი მოიგერიეს ს, ნიკოლაევის, ოდესის, ხერსონის, დნეპროპეტროვსკის, ჩერნიგოვის და ჩერკასის ოლქებში.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მოგერიებული რუსული დრონების ნამსხვრევებმა კიევის ოლქის ბუჩის რაიონში დააზიანა 6 კერძო სახლი. მსხვერპლი არ არის. დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. კონკრეტულ ობიექტებს ადმინისტრაცია არ ასახელებს.
საომარი მოქმედებების პირობებში მხარეთა მიერ ოფიციალურად გავრცელებული ცნობების დამოუკიდებელი წყაროებით ოპერატიულად გადამოწმება გართულებულია.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი უგულავა – 7 ოქტომბერს, „ქართულმა ოცნებამ“ საიდუმლო შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი ოპოზიციური ამომრჩევლის განეიტრალება იყო – კერძოდ, 25 ოქტომბერს პირადობის მოწმობების წართმევა და 27-ში დაბრუნება

ბიძინა ივანიშვილი – კოლექტიური „ნაცმოძრაობა” ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის მიმართულებითაც ხელის შემშლელი ფაქტორი იქნება, ამას მოწმობს მათი ისტერიული რეაქცია შერიგებასა და მშვიდობაზე გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ