მდინარე ქსანზე არსებული სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაცია 5 აგვისტოს დასრულდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მე-40 კმ-ზე (დასავლეთის მიმართულება), მდინარე ქსანზე არსებულ სახიდე გადასასვლელზე გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება, რომელიც 5 აგვისტოს დასრულდება.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხიდის სავალ ნაწილზე დაზიანებული იყო ბეტონის დამცავი ფენა, რაც საფრთხეს უქმნიდა ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებას.
„5 ივნისიდან, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ხიდის სავალ ნაწილზე მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია და ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია ხიდის მხოლოდ ერთ სამოძრაო ზოლში. აღნიშნული შეზღუდვა იმოქმედებს 5 აგვისტოს ჩათვლით.
პროექტის ფარგლებში ხიდის შუალედური ბურჯების შეკეთება უკვე დასრულებულია. სამუშაოები აქტიურად მიმდინარებს მალის ნაშენზე და ხიდის სავალ ნაწილზე, სადაც დღეს დასრულდება ბეტონის ახალი ფილის მოწყობა. ბეტონის შესაბამისი სიმტკიცის მისაღებად საჭიროა 10-14 დღე, რის შემდეგაც დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი. იგივე სამუშაოები ჩატარდება გზის მეორე ზოლზეც.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ბოდიშს უხდის მგზავრებს გადაუდებელი სამუშაოების წარმოების გამო შექმნილი დისკომფორტისთვის“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ხატია დეკანოიძე – თუ პრორუსული ხელისუფლება გადაწყვეტს, ქართველი ხალხის ნება გააყალბოს, მათთვის სერიოზული სუსხი წამოვა ქართველი ხალხისგან და დასავლეთისგან – ნებისმიერი კვლევა აჩვენებს მხოლოდ ერთს, რომ „ქართული ოცნება“ დამარცხდება

თინა ხიდაშელი – არჩევნებამდე 3 კვირაა დარჩენილი და ქვეყანაში არცერთი კრიტერიუმით არ არის არც სამართლიანი, არც თავისუფალი საარჩევნო გარემო – ხალხს თუ გაუჩნდა იმის რწმენა, რომ არჩევნები მოპარეს, მას ვერაფერი გააჩერებს