კეირ სტარმერი – ჩვენ ეს შევძელით! ცვლილება იწყება – „ლეიბორისტული პარტია“ მზადაა, ბრიტანეთი მშრომელი ხალხის სამსახურში დააბრუნოს

ჩვენ ეს შევძელით! თქვენ ამისთვის ჩაატარეთ კამპანია, იბრძოლეთ ამისთვის, მიეცით ხმა და ახლა მოვიდა. ცვლილება ახლა იწყება, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს “ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, კეირ სტარმერმა ს შედეგებზე კომენტირებისას განაცხადა.
„ოთხწელიწადნახევრიანი მუშაობა პარტიის შეცვლაზე. შეცვლილი ლეიბორისტული პარტია, რომელიც მზად არის ემსახუროს ჩვენს ქვეყანას, მზადაა დააბრუნოს ბრიტანეთი მშრომელი ხალხის სამსახურში“, – აღნიშნა კეირ სტარმერმა.
შეგახსენებთ, ეგზიტპოლის თანახმად, დიდი ბრიტანეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში “ლეიბორისტული პარტია” ლიდერობს და თემთა პალატაში 410 მანდატი მიიღო. მიმდინარეობს ხმების დათვლა. The Guardian-ის ინფორმაციით, “ლეიბორისტებმა”, ჯერჯერობით, თემთა პალატაში 326 მანდატი მოიპოვეს.