ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში სემინარების სერია დაიწყო

ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის „სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტების განვითარება საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ახალგაზრდა ვეტერინარიის პროფესიონალების მომზადების მიზნით“ (VETPRO) ფარგლებში სემინარების სერია დაიწყო. ინფორმაციას ევროპის უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, სემინარები ვეტერინარიის საგანმანათლებლო პროგრამების აკადემიური და მოწვეული პერსონალის აკადემიური, კვლევითი და კარიერული განვითარების უნარების გაძლიერებას ისახავს მიზნად.
„აღნიშნულ პროექტში ჩართულია საქართველოს სამი უნივერსიტეტი (“ევროპის უნივერსიტეტი” – კოორდინატორი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი) და ორი ევროპული უნივერსიტეტი (ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტი)“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი მოროშკინა: რაო? პირადად ბიძინა ივანიშვილს და “ოცენებას” ჰააგაში გასამართლებით ემუქრებით? მეტის ღირსი ვართ, რომ 2012წელს უკანალში შერჭობილი თავები ამოგაყოფინეთ!!! ასე იცის ზედმეტმა დემოკრატიამ!!!

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?