ბათუმში საზღვაო პარაშუტით ტურისტი დაიღუპა

ბათუმში, საზღვაო პარაშუტით ერთი ტურისტი დაიღუპა, მეორე კი დაშავდა. შემთხვევა 4 ივლისს, დაახლოებით, საღამოს 8 საათზე მოხდა, როცა შავი ზღვის ბათუმის სანაპიროზე ძლიერი ქარი ამოვარდა.
როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, ბათუმის ბულვარის სანაპიროზე გამოძახებულ ბრიგადას, პარაშუტიდან ვარდნის შედეგად ტურისტი ქალი ადგილზე დაღუპული დახვდა, მამაკაცი კი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
კლინიკის პრესსამსახურის ინფორმაციით, მამაკაცის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას კვლევები უტარდება.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: არა, ეს თქვენ გიხარიათ ტროტუარებიდან ხალხის დაჭერა, ცემა, დაწამვლა, დასისხლიანება და ადამიანების უსამართლოდ ცემას და დაჭერას რომ საკუთარ ხელფასს უთანაბრებთ, აი, მაგიტომ ხართ იქ, სადაც ხართ